ქართული ენა და ლიტერატურა
Saturday, 13 June 2020
Friday, 12 June 2020
კვლევა
მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხის გაუმჯობესების
გზების კვლევა ქართული
ენის გაკვეთილზე
2018-2019 სასწ. წელი
ზემო თხილნარის საჯარო
სკოლა
ვენერა თურმანიძე
-1-
სარჩევი
შესავალი
--------------------------------------------------------------------------------------3-6
გვ.
თავი I
1.1. საკვლევი საკითხის აქტუალობა-------------------------------------------------------6-8
გვ.
1.2. კვლევის მიზანი--------------------------------------------------------------------------8-9
გვ.
1.3. საკვლევი კითხვების ფორმულირება-------------------------------------------------9-10
გვ.
1.4. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები-------------------------------------10-11
გვ.
1.5. კვლევის შედეგად მიღებული სავარაუდო შედეგი----------------------------------
11 გვ.
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
2.1. რა
როლი აკისრია მოტივაციას მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესში---------11-13 გვ.
2.2. მოტივაციის ყველაზე
ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები---------------------13-17 გვ.
თავი III
კვლევის მსვლელობა
3.1. კვლევის სამიზნე
ჯგუფი------------------------------------------------------------------18 გვ.
3.2. კვლევის მეთოდები
და მონაცემთა ანალიზი-------------------------------------------18-22 გვ.
3.3. შესაძლო ინტერვენციები
და მათი განხორციელება----------------------------------22-23 გვ.
3.4. კვლევის ვადები-------------------------------------------------------------------------- 23-24 გვ.
თავი IV
4.1. ინტერვენციების შედეგები
და მათი ანალიზი---------------------------------------- 24-28 გვ.
თავი V
5.1.. კვლევის სუსტი მხარეები
და დაძლევის გზები--------------------------------------28-29 გვ.
5.2. კვლევის შედეგების
გაზიარება---------------------------------------------------------29-30 გვ.
დასკვნა------------------------------------------------------------------------------------------30-31
გვ.
ბიბლიოგრაფია--------------------------------------------------------------------------------
32 გვ.
დანართი---------------------------------------------------------------------------------------
32-36 გვ.
-2-
შესავალი
სკოლა
საზოგადოების განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იგი ერთგვარი სარკეა საზოგადოებისა.
სკოლის დანიშნულებაა აღზარდოს საზოგადოების
სრულფასოვანი წევრი. ადამიანებს შესძინოს და განუვითაროს სოციალური წარმატებისა
და თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. განათლების მიზანია, მოსწავლეს მისცეს
შესაძლებლობა, მუდმივად განაგრძოს განვითარება. ჩამოყალიბდეს სრულფასოვან პიროვნებად.
როგორც ვიცით, თანამედროვე
საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას. განსაკუთრებით
ახლა,
21-ე საუკუნეში, როცა განათლების სისტემაში,სკოლებში ფართოდ ინერგება
სწავლების თანამედროვე მიდგომები. ამ მიმართულებით აუცილებელი გახდა მოსწავლეების მიერ
არა მხოლოდ აქტიური მოინაწილეობა საგაკვეთილო პროცესში, არამედ ისეთი უნარ-ჩვევების
განვითარება, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და
სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის.მთავარი პირობა-ინოვაციური და ინტერაქტიული პედაგოგიური
მიდგომები, რომლებიც მოსწავლეს მიიზიდავს სწავლების პროცესთან. დავესესხები
ნელსონ მანდელას : „ განათლება ყველაზე დიდი საჭეა, რომელსაც ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს
მომავალში“ . თუმცა სასწავლო პროცესში დგება რიგი საკითხი/პრობლემა:
·
პედაგოგი გაკვეთილზე როგორ უზრუნველყოფს სოციალურ
და სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის
აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება,
გადაწყვეტილების მიღება და კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
·
რამდენად ცდილობენ
მოსწავლეები საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, აქტიურობას საგაკვეთილო პროცესში.
·
ზემოთ ჩამოთვლილი უნარების
განვითარებისათვის რამდენად სწორადაა შერჩეული სასწავლო აქტივობები და მეთოდები.
·
რამდენად სწორადაა
შერჩეული სამიზნე კლასი და თემა.
წინამდებარე ნაშრომი/ კვლევა წარმოადგენს სსიპ ზემო
თხილნარის საჯარო სკოლის მე-2
(მეცხრე კლასი) და მე-3 ( მეთერთმეტე კლასი)
საფეხურზე განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია მოსწავლეთა
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, რა განაპირობებს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას გაკვეთილის
სამივე დონეზე ( A-გამოწვევა; B- გაკვეთილის
ახსნის ეტაპი; C- მიმდინარე გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შეჯამება) გარეგანი
მოტივაციის რომელი ყველაზე ეფექტური მეთოდები უნდა გამოვიყენოთ მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის ამაღლებისათვის.
ამონარიდი
ეროვნული სასწავლო გეგმიდან: კარი III
; საგნობრივი პროგრამები;
თავი XI;
ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის
ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ
არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი
უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების
დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა
საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა,
ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების
მიზნები და ამოცანებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს: პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები
სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც
ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით
განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები: ( ამოკრებილია მხოლოდ ის კრიტერიუმები,
რომლებზედაც კვლევის ფარგლებში მახვილდებოდა ყურადღება)
-3-
·
განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური
თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის
უნარი;
·
ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი
და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·
შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის,
როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
·
გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო
კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.
საგანმანათლებლო მიზნებიდან
გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული
ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:
·
აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და
მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
·
მსჯელობის უნარის განვითარება;
·
სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება,
განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
·
ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი)
დამოკიდებულების გამომუშავება;
·
დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური
და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
·
ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
·
და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და შექმნის
უნარის გამომუშავება;
·
ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის
მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი
არგუმენტირება;
·
ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების
აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·
ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა
და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულია მუხლი 34. მოსწავლის
მოტივაციის გაზრდის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ:
„ მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა, სწავლების პროცესში.
გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს, რომ მასწავლებლის
პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და , პირიქით, იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის
პრიორიტეტი მისი განსჯა-შეფასებაა. ასევე მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს
დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა
გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება. აუცილებელია, მოსწავლემ დაინახოს
კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.“ მათზე დაყრდნობით, ერთი მხრივ, იგეგმება სასწავლო
პროცესი, მეორე მხრივ, მოწმდება მოსწავლის მიმდინარე და საბოლოო შედეგები.
მუხლი 36. მოსწავლეთა
ჩართულობა. თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ
აქტიურობას. ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ
არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის
პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას,
წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა
კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების
ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების უზრუნველყოფა სკოლის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია.
მოსწავლეთა საგაკვეთილო
პროცესში სათანადო ჩართულობისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაცია. სწორედ ამ
ორი ერთმანეთზე დამოკიდებული ფაქტორების გათვალისწინებით წარვმართე კვლევა.
-4-
ვასწავლი ქართულ ენასა
და ლიტერატურას, სწავლების სამივე საფეხურზე.მათზე დაკვირვებამ
და სამუშაო გამოცდილებამ მიჩვენა, რომ მოსწავლეებში შინაგანი მოტივაცია და საგაკვეთილო
პროცესში აქტიური და ნაყოფიერი ჩართვა დამოკიდებულია არა მხოლოდ თავად მოსწავლეზე, არამედ
მასზე ბევრი სხვა გარეგანი ფაქტორი მოქმედებს.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა
ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მოსწავლეებს
განსხვავებული მიდგომები სჭირდებათ იმისათვის, რომ დაინტერესება გამოიჩინონ ნებისმიერი საგნებისადმი, თუნდაც ეს მათი მშობლიური ენა იყოს.
სწორედ ამიტომ სჭირდება მასწავლებელს განსაკუთრებული სიფრთხილე და მზაობა რომ მოსწავლეებს
გაუქროს შიში „რთულად“ შესასწავლი საგნების მიმართ და ამასთანავე, შეუნარჩუნოს ის მოტივაცია
და დაინტერესება, რაც გააჩნიათ.
სწავლების
პროცესში, საგნის სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე და მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურების
გათვალისწინებით მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურისადმი ( განსაკუთრებით გრამატიკული
საკითხების შესწავლისას) დაინტერესებას თანდათანობით
კარგავენ. ამ ეტაპზე საკვლევ მასალად ავიღე მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა
ქართული ენის გაკვეთილზე.
ჩემი მიზანი იყო გამომეკვლია ქართული
ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეთა
დაბალი მოტივაციის მიზეზები და მომეძებნა გზები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის
გასაუმჯობესებლად, რაც მათი ცოდნის დონის ამაღლებასაც გამოიწვევდა.
კვლევის
სამიზნე ჯგუფია მეორე და მესამე საფეხური, კონკრეტულად მე-9 და მე-11 კლასი. აღნიშნულ
კლასებზე დაკვირვება გამიმარტივა იმ გარემოებამ, რომ მე-5 კლასიდან ვასწავლი და, შესაბამისად,
ვფლობ ინფორმაციას აღნიშნული კლასის მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის ზრდისა და კლების
შესახებ.შესწავლილი მაქვს თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარე და მათზე დაყრდნობით
ვგეგმავ კონკრეტულ გაკვეთილს, თუმცა არის შემთხვევები, როცა მოსწავლეები შესაძლებლობების
მაქსიმუმს არ წარმოაჩენენ მიმდინარე გაკვეთილზე.
მე-9 კლასში სწავლობს 13 მოსწავლე, გასულ სასწავლო წელს მათი აკადემიური მოსწრება შედარებით მაღალი იყო.
მე-11 კლასში 9 მოსწავლეა, რომელთა აკადემიური მოსწრება
წინა წლებთან შედარებით , დაბალია.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო მე-9
და მე-11 კლასის 22 მოსწავლიდან 20-მა, ორმა მოსწავლემ , საკუთარი სურვილით, უარი განაცხადა.
კვლევის დროს გამოვიყენე ‘’ დაკვირვება,ინტერვიუ,ინდივიდუალური
გამოკითხვა და კითხვარები. წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა.
დავგეგმე ინტერვენციები:
კითხვარების შევსება, საგაკვეთილო პროცესში ინტერაქტიური მეთოდების სისტემატური გამოყენება.
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინება და კოლეგებთან თანამშრომლობა.
კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და
განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე მივიღე შედეგი, გარკვეულწილად
დაინტერესდნენ მოსწავლეები ლიტერატურული თუ გრამატიკული საკითხების შესწავლისას,საგაკვეთილო
პროცესში ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია,
-5-
გაუმჯობესდა სწავლის შედეგები და გაიზარდა მოსწავლეთა
ჩართულობა სასწავლო პროცესში.
მოსწავლეებისთვის სისტემატიურად მიწოდებულმა დამატებითმა
რესურსებმა სასწავლო პროცესის დროს, გამოიწვია მათი დაინტერესება.
დასკვნა: კვლევის პროცესში გაწეულმა მუშაობამ გამოიღო დადებითი
შედეგი: საგაკვეთილო პროცესი უფრო ხალისიანი და აქტიური გახდა. მოსწავლეთა ნაწილს დაუბრუნდა საკუთარი თავის რწმენა,
მოემატათ სითამამე და დაიწყეს საშინაო თუ საკლასო დავალებების ხარისხიანად შესრულება.
მსგავსი კომუნიკაციის გაგრძელების შემთხვევაში შედეგი თანდათან უფრო პოზიტური გვექნება.
ვფიქრობ, კვლევის ფარგლებში მიღებული გამოცდილება მე და ჩემს კოლეგებს სამომავლოდ მუშაობის
პროცესში გამოგვადგება.
ნაშრომი შედგება ხუთი თავისგან. პირველ თავში მოცემულია საკვლევი საკითხის აქტუალობა;კვლევის მიზანი; საკვლევი
კითხვების ფორმულირება; პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები; კვლევის შედეგად
მიღებული სავარაუდო შედეგი; მეორე
თავში განხილულია ლიტერატურა გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხის შესახებ; რა როლი აკისრია მოტივაციას მოსწავლის
სწავლა-სწავლების პროცესში; მოტივაციის ყველაზე ეფექტური
მეთოდები და სტრატეგიები; მესამე თავში
აღწერილია კვლევის მსვლელობა: კვლევის სამიზნე
ჯგუფი; კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი;
შესაძლო ინტერვენციები და მათი განხორციელება; კვლევის ვადები; მეოთხე თავში განხილულია კვლევის მეთოდები ჩარევის (ინტერვენციის)
დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი ; მეხუთე თვი მოიცავს კვლევის სუსტი მხარეებსა და დაძლევის გზებს; კვლევის შედეგების გაზიარებას; დასკვნას; ბიბლიოგრაფიასა და დანართს ( ცხრილებისა
და გრაფიკების ჩამონათვალი).
თავი I
1.1 საკვლევი საკითხის აქტუალობა
ზემოთ აღნიშნული
საკითხის მიმართ ჩემი დაინტერესება წამოვიდა
სამუშაო შეხვედრებსა და მშობელთა შეხვედრებზე წამოჭრილი პრობლემების განხილვისას,
მოსწავლეთა დაინტერესება და საგაკვეთილო პროცესში მათი მაქსიმალურად ჩართულობა საკმაოდ
რთულია. თინეიჯერობის ასაკში მოსწავლეებს სხვა
ინტერესები უჩნდებათ და ნაკლებად ინტერესდებიან სწავლით, რაც წარმოშობს გარკვეულ პრობლემებს
და იწვევს სწავლის ხარისხის დაქვეითებას. არ აქვთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა,
თავდაჯერებულობის უნარი. თავს იკავებენ საკუთარი
აზრის დაფიქსირებისაგან. უჭირთ გრამატიკული ნორმების სწორად გამოყენება. მოსწავლეთა
აქტიური სწავლების პროცესი უნდა დაიწყოს საკლასო ოთახში და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს
ოჯახში მშობლის ჩართულობით ან მეთვალყურეობით.
მოსწავლეთა აკადემიურ
თავისებურებებს ემატება მათი შეხედულებები ცოდნის მიღებისა და შემდგომში მათი გამოყენების
შესახებ. განსაკუთრებით გრამატიკული საკითხების შესწავლის დროს. ( ისედაც გამართულად
ვლაპარაკობ და რა საჭიროა ზმნის გარდამავლობის, კილოსა და ასპექტის შესწავლა; კუმშვა
და კვეცა, მწკრივები და სერიები; ერთი პერსონაჟის ან ლიტერატურული ნაწარმოების შედარება-შეპირისპირება
და სხვა.) თანდათანობით ქრება პასუხისმგებლობა
შესასწავლი საკითხისადმი და რჩება მხოლოდ ნაწილობრივი მოვალეობა არა საკუთარი თავის,
არამედ მასწავლებლის მიმართ.
თუ დაწყებით საფეხურზე
მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, ინტერესით ასრულებენ დავალებებს,
სურთ სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა,
არ ეზარებათ საშინაო დავალების შესრულება, ზედა კლასებში, განსაკუთრებით მეცხრე კლასიდან,
საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობის ხარისხი იკლებს.
-6-
მეცხრე კლასიდან
მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სასწავლო წლის განმავლობაში პასიურია გაკვეთილზე, ან ჩართულია
დაბალი ხარისხით და შესაძლებლობების მხოლოდ მინიმუმის გამოიყენებს. თანდათანობით რთულდება
მოსწავლეების გაკვეთილებით დაინტერესება და შედეგად, თანდათან შორდებიან საგანს და
ზედაპირულად ეკიდებიან სასწავლო პროცესს. ყოველივე ეს აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე,
თუმცა არც დაბალი შეფასებები მოქმედებს მათზე.
„ ყველა მოსწავლე
არის უნიკალური და განსხვავებული თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლით,
ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის
სტილით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას სწავლა-სწავლების დროს.
სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ
გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას,
სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლაზე
და განვითარებაზე.
სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე
აქტიურად არის ჩართული და რომელიც ეფუძნება მოსწავლის არსებულ ცოდნას, გამოცდილებას
და შეხედულებებს“ ( მუხლი 31.
მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა
)
კვლევის ფარგლებში პარალელურად სამუშაო შეხვედრებზე
ვხვდებოდი მასწავლებლებს; სამუშაო შეხვედრების ფარგლებში დავგეგმეთ თუ როგორ გვეწარმოებინა
დაკვირვება მოსწავლეებზე გაკვეთილის მსვლელობის დროს, ისე, რომ მოსწავლეებს თავი თავისუფლად
ეგრძნოთ და ასევე ყოფილიყო მათთვის სახალისო და საინტერესო. სამუშაო შეხვედრების საწყის ეტაპზე შევარჩიეთ ის აქტივობები და მოვიძიეთ
რესურსები, რომელთა გამოყენებითაც უნდა გვეწარმოებინა დაკვირვება. ასევე დაიგეგმა და ჩატარდა მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სამფაზიანი გაკვეთილი. აქვე მინდა
აღვნიშნო, რომ სამუშაო შეხვედრები ორგანიზებული და შედეგიანი იყო. ასევე კვლევის ფარგლებში
მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა და მონაწილეობა. თუ როგორ უნდა ჩავრთოთ მშობლები აქტიურად შვილის სწავლების პროცესში ყველა
ეტაპზე, ეს სხვა მიმართულებაა და ამ კვლევის ფარგლებს სცილდება. აქ მხოლოდ შემოვიფარგლე
მოსწავლეებში გარეგანი ფაქტორებით შინაგანი მოტივაციის ამაღლება მშობლების ჩართულობით.
აღნიშნული საკითხის გაანალიზების შედეგად გამოვიტანე
დასკვნა, რომ ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები კვლევის პროცესში ჩართული სამიზნე
ჯგუფისათვის არ შეიცავდა არანაირ რისკს, სწორედ ამიტომ მივაწოდე ინფორმაცია კვლევის
სამიზნე მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მოსწავლეთა მშობლებს ჩემი კვლევის მიზნებისა
და საქმიანობის შესახებ, ავუხსენი, რომ კვლევის ფარგლებში მოპოვებული პირადი მონაცემები,
იქნება მხოლოდ ზოგადი დასკვნების ფორმატში გაანალიზებული და არ დაექვემდებარება ინდივიდუალურ
გამოქვეყნებას.
მოსწავლეები,
ცხადია, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ინტერესით, ახალი მასალის ათვისების ტემპით,
შესაძლებლობებით-მასწავლებელი აცნობიერებს რა ამ მრავალფეროვან განსხვავებებს, ცდილობს
სხვადასხვა მეთოდით საინტერესო და მოსწავლეთა
საჭიროებებზე მორგებული გახადოს სწავლა/სწავლების პროცესი. მიუხედავად მასწავლებლის
დიდი ძალისხმევისა და შრომისა., გარკვეული ასაკიდან მოსწავლეთა ნაწილს მოტივაცია მაინც
უდაბლდება ან ეკარგება. ასეთი მოსწავლეები გაკვეთილზე უყურადღებოდ არიან , ზარმაცობენ,
ბეზრდებათ გაკვეთილი, არ კითხულობენ საპროგრამო ტექსტებს. შესაბამისად , უჭირთ მსჯელობა,
ანალიზი, ესეს წერა.ნიშნის გამო და ისიც იშვიათად, (ზერელედ) ასრულებენ დავალებებს. ეს ყველაფერი
კი აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
-7-
საბაზო-საშუალო საფეხურზე, განსაკუთრებით, იმ მოსწავლეების
სწავლისადმი ინტერესი კლებულობს, რომლებიც არ ფიქრობენ ,,სწავლის გაგრძელებას“ და სკოლაში
მხოლოდ ატესტატის გამო დადიან. კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდების უმეტესობას ახასიათებს
არა ცოდნის მიღების სურვილი, არამედ შეფასების/ განმსაზღვრელი ქულის.
მოსწავლეთა სწავლის მოტივაცია თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი
გამოწვევაა. საქმე ისაა, რომ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას განაპირობებს, არა მხოლოდ
მოსწავლეთა უნარები და შესაძლებლობები, არამედ სწავლისა და სწავლების სხვადასხვა კომონენტი..
სწავლების მეთოდები, სახელმძღვანელოების ხარისხი და ა.შ.
როცა მოსწავლეები მოტივირებულნი არ არიან, ენთუზიაზმი
იკლებს. გაკვეთილი მოსაბეზრებელი ხდება. არამოტივირებული მოსწავლის შემხედვარე მოტივაცია შეიძლება თანაკლასელებსაც
დაეკარგოთ ან ხელი შეეშალოთ. არამოტივირებული მოსწავლეები გულგრილად ეკიდებიან სწავლას.
ამიტომაც საჭიროა პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრის
გზების ძიება. საქმიანობის სწორად დაგეგმვა.ინტერვენციების მიზნობრივად შერჩევა. აღნიშნულიდან
გამომდინარე, კვლევის ფარგლებში, პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით, საფუძვლიანად შევისწავლე
საკითხი, რათა დამეგეგმა და განმეხორციელებინა
შესაბამისი ინტერვენციები. მიღებული შედეგები შემეფასებინა.
დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან
აღნიშნული პრობლემა, მოსწავლეებისათვის ჩემ მიერ ( ზოგადად მასწავლებლის მიერ
) მიცემული სასწავლი მასალა, რა შინაარსის,
ან რა ფორმის უნდა იყოს იგი და რა ფაქტორები უნდა შევიმუშაო საიმისოდ, რომ მოსწავლეები
მაქსიმალურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.
როგორ
უნდა მოვიქცეთ, რომ მოსწავლეებს სწავლა ტანჯვად არ ექცეთ? პრობლემა საგნის აღქმის სირთულეშია თუ თავად მოსწავლეებში?
რა გარეგანი ფაქტორები მოქმედებს მოსწავლეთა მზაობასა და მოტივაციაზე? თავად მოსწავლეები რა პრობლემებს აწყდებიან? აი, ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე
კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან
თანამშრომლობით მეწარმოებინა კვლევა. დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ აღმომეფხვრა
ეს პრობლემა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ საკითხზე კვლევის ჩატარება, რომ დამედგინა
მიზეზი და, შესაბამისად, ინტერვენციების დახმარებით მიმეღწია მიზნისათვის.
1.2. კვლევის
მიზანი
მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა დაანახოს შესწავლილი
საკითხების ღირებულება. გასაგებად უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რისთვისაა საჭირო ამ თემის შესწავლა და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს
ამ თემის ცოდნამ. პერკინსის აზრით, შესწავლილი საკითხისადმი მოტივაციის გაღვივების
საუკეთესო საშუალება სწორედ შესწავლილი საკითხის საჭიროების ჩვენებაა.
კვლევის ფარგლებში ჩემი მიზანია შევისწავლო მოსწავლეთა
ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე დავადგინო თუ რა გარეგანი ფაქტორები მოქმედებს კონკრეტულ
მოსწავლეზე შინაგანი მოტივაციისა და მზაობის ასამაღლებლად, ვითანამშრომლო მოსწავლეებთან,
მშობლებსა და მასწავლებლებთან ამ კუთხით წამოჭრილ
პრობლემებზე და გამოვნახო პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები. რომლის დანერგვა-გამოყენებასაც
შევძლებ არა მარტო ჩემს საგაკვეთილო პროცესში, არამედ სხვა საგნის მასწავლებლებიც შეძლებენ
მის დანერგვა-გამოყენებას. რომლის ფორმა და წარმოება მოსახერხებელი იქნება მასწავლებლებისათვის,
აამაღლებს მოსწავლის მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და
-8-
შეუცვლის შეხედულებას სკოლასა და მოსწავლისადმი და აგრეთვე
რეალურად გააუმჯობესებს სწავლა-
სწავლების პროცესის წარმართვას. დავადგინო მიზეზი მოსწავლეთა
გარდატეხის ასკიდან მოტივაციის დაქვეითებისა. ვიპოვო შესაბამისი გადაჭრის გზები. ავუმაღლო
მოსწავლეებს მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში. მივაღწიო იმას, რომ მოსწავლეებმა შეძლონ
შესწავლილი მასალის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში.
ჩემი მიზანია, ასევე კვლევის ფარგლებში, დავადგინო მოსწავლეთა მისწრაფებები და ინტერესები.
როგორც ვიცით, 21- ე საუკუნის მეცნიერულ-ტექნიკურმა მიღწევებმა გამოიწვია მოსწავლეების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისადმი მიჯაჭვულობა
და, შესაბამისად, შესასწავლი საკითხებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება. მეცნიერულ-ტექნიკური
პროგრესის დანერგვამ, კომპიუტერების, ტელეფონების ხშირმა გამოყენებამ მოსწავლეები დააშორა
წიგნს, თუმცა კვლევის ფარგლებში მიზნად დავისახე ზევით ჩამოთვლილი თანამედროვე მიღწევების
მოსწავლეთა სასიკეთოდ გამოყენება.
ანალოგიურად, სხვა პედაგოგებსაც შეუძლიათ ისარგებლონ
კვლევის საკითხებით, მასალებით და თვითონაც შეეცადონ თავიანთ საგანში აუმაღლონ მოსწავლეებს
მოტივაცია, რაც საბოლოოდ , სკოლის წარმატების საფუძველი გახდება.
კვლევის ფარგლებში ჩემი მიზანია შევისწავლო მოსწავლეთა
დაბალი მოტივაციის მიზეზები და მოტივაციის ასამაღლებლად განვახორციელო სათანადო ინტერვენცია,
კონკრეტულად:
·
მოტივაციის ასამაღლებლად არსებული ცოდნის გაღრმავება,
დამატებითი ლიტერატურის გაცნობა და ახალი ცოდნის გენერირება;
·
სწავლების მეთოდების მრავალფეროვნების გაზრდა ქართული
ენის გაკვეთილებზე.
·
მოვიძიო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის საჭირო
რესურსი, მოტივაციის გაზრდის გარეგანი ფაქტორები.
·
ეფექტური მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა საგაკვეთილო
პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.
·
მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციისა და მზაობის დადგენა;
·
თანამშრომლობა მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეთა
მშობლებთან;
1.3 საკვლევი
კითხვების ფორმულირება
კვლევის
მთავარი კითხვაა: როგორ ავუმაღლოთ
მოსწავლეებს შინაგანი მოტივაცია და დადგენა რომელია გარეგანი მოტივაციის ყველაზე ეფექტური მეთოდები მოსწავლეებში შინაგანი
მოტივაციის ამაღლებისათვის, რათა მიმდინარე გაკვეთილზე აქტიურად ჩაერთონ და მაქსიმალურად
წარმოაჩინონ შესაძლებლობები.
ქვეკითხვები:
·
როგორ უნდა მოივპოვოთ მოსწავლეთა
ნდობა, რათა ინტერესი გავაღვივოთ და
შესაბამისად, აქტიურად ჩავრთოთ ისინი საგაკვეთილო პროცესში.
·
რამდენად კარგად ვიცით მოსწავლეებში დღეისათვის არსებული მოტივაციისა და ამ დროისათვის ჩვენ ხელთარსებული
მეთოდები და მიდგომები რა გავლენას ახდენს მოსწავლეებზე?
·
რამდენად კარგად შეგვიძლია აქტივობების მორგება ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით.
·
როგორ, რა მეთოდებით, რა კონკრეტული აქტივობებითა და გარეგანი ფაქტორებით შეიძლება
-9-
განვუვითაროთ მოსწავლეებს შინაგანი მოტივაცია და მზაობა;
·
იქნება თუ არა ნაყოფიერი თანამშრომლობა მოსწავლეებთან,
მშობლებთან და მასწავლებლებთან?
·
ვითვალისწინებთ თუ არა ყოველ გაკვეთილზე მოსწავლის ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას.
·
რა სარგებელს მოუტანს კვლევის შედეგები მოსწავლეებს,
მშობლებსა და მასწავლებლებს?
·
როგორ შეგვიძლია გავამრავალფეროვნოთ სახელმძღვანელოში
მოცემული ტექსტები.
·
როგორი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები იქნება მოსწავლეებისათვის
საინტერესო და მოტივაციის მიმცემი.
·
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის დონის დამოუკიდებლად შეფასება..
·
როგორ ავუმაღლოთ თვითშეფასების უნარი.
·
არის თუ არა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები
და სავარჯიშოები მათთვის მისაღები შინაარსობრივი და იდეური თვალსაზრისით?
·
რა ინტერესები
აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვახდინოთ საგაკვეთილო პროცესის მოსწავლეთა ინტერესებზე
მორგება?
·
რა გავლენას
ახდენს სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება მოსწავლეების ჩართულობაზე?
·
რამდენად იგებენ
მოსწავლეები გრამატიკულ კონსტრუქციებს და ლექსიკას?
·
რამდენ ხანს
ანდომებენ სახლში საშინაო დავალების შესრულებას და არის თუ არა ეს რთული მათთვის?
·
ხომ არ მდგომარეობს
პრობლემის მიზეზები მათ ან მასწავლებლის პიროვნულ თვისებებსა და,ზოგადად, სწავლა/ სწავლებისათვის
შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონაში?
·
რა დაეხმარება მათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში?
1.4 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
მას შემდეგ , რაც დავიწყე მუშაობა პრობლემის გამომწვევ
მიზეზებზე, გავაცნობიერე თუ რა როლი აკისრია მოტივაციას სწავლა-სწავლების პროცესში.
მივიჩნიე, რომ აღნიშნული მიმართულებით ხარვეზის არსებობა გამოწვეულია მოტივაციის არსისა
და პრაქტიკაში მისი აუცილებლობის შესახებ არასრულყოფილი ცოდნით.
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა
პრობლემის სავარაუდო მიზეზები.მოსწავლეები სწავლის პირველ წლებში არ არიან დატვირთულნი, მასალა ადვილია ასათვისებლად.
ამავე დროს სასწავლო მასალა მცირეა ვიზუალურად, ( მოსწავლეები ვრცელ მასალასთან განსხვავებულ
დამოკიდებულებას იჩენენ) დასაწყისში უხარიათ
სწავლის პროცესი, გრძნობენ მშობელთა მხარდაჭერას, ცდილობენ თავი გამოიჩინონ კარგი სწავლით
მასწავლებელთან, მშობელთან და თანაკლასელთან; ხოლო წლებთან ერთად , როცა შესასწავლი
მასალა რთულდება ( მასწავლებელი ძირითადად არა მასალის გაგება-ათვისებაზე აკეთებს აქცენტს
( აზროვნების დაბალი დონე), არამედ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე მუშაობს,
როგორიცაა ტექსტის ანალიზი, სინთეზი და შეფასება.
სამიზნე კლასში
შემსვლელ პედაგოგთა გამოკითხვის საფუძველზე და ჩემი დაკვირვებით გამოიკვეთა რამდენიმე
ფაქტორი:
Ø ერთ-ერთ
სირთულედ შეიძლება განვიხილოთ მოსწავლეთა არასრულფასოვანი ცნობიერება,
-10-
მშობელთა არასაკმარისი ჩართულობა სწავლების პროცესში
Ø ინტერნეტთამაშებზე
დამოკიდებულება
Ø დამატებითი
ლიტერატურის ნაკლები კითხვა ( ეხება, როგორც
მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს).
Ø მოტივაციის
ამაღლებისათვის ეფექტური მეთოდებისა და მრავალფეროვანი რესურსების არასაკმარისი გამოყენება.
Ø მასწავლებელსა
და მოსწავლეს შორის არასათანადო (არშემდგარი) ურთიერთობა.
Ø მოსწავლესა
და მშობელს შორის არასათანადო (არშემდგარი) ურთიერთობა.
Ø მოსწავლის
თვითშეფასების დაბალი დონე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თანაკლასელის, მასწავლებლის
ან მშობლის არასწორი მიდგომა/შეფასებით. (შენგან
მეტს მაინც არ მოველოდი; მაინც ვერ გაიგებ; ცოტა ჩქარა და ა.შ. მოსწავლის თვითშეფასების დაბალი დონე შეიძლება განპირობებული
იყოს თანაკლასელის ზედმეტი შექება/ წახალისება).
Ø შინაგანი მოტივაციისა და მზაობის დაბალი დონე.
Ø მოსწავლეთა
შესაძლებლობის, ინტერესებისა და საჭიროების
გაუთვალისწინებლობა.
Ø დროის
ფაქტორი: მოსწავლეები ვერ საზღვრავენ/ მიჯნავენ
დამოუკიდებლად სამუშაო და დასვენების დროს.
1.5
კვლევის შედეგად მიღებული სავარაუდო შედეგი
·
საკუთარ
პედაგოგიურ პრაქტიკაში ეფექტური მეთოდების
დანერგვა-გამოყენებით მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და აქტიური და ეფექტური ჩართვა
საგაკვეთილო პროცესში.
·
მოსწავლეებში ობიექტური შეფასებისა და თვითშეფასების
დონის ამაღლება.
·
დადებითი განწყობის ჩამოყალიბება მოსწავლეს, მასწავლებელსა
და მშობლებს შორის.
·
მშობელთა ჩართულობის დონის ამაღლება მოსწავლისა და სასკოლო
ცხოვრებაში.
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
როგორ ავუმაღლოთ
მოსწავლეებს შინაგანი მოტივაცია, საამისოდ რა გარეგანი ფაქტორები შეიძლება გამოვიყენოთ,
როგორ დავნერგოთ პრაქტიკაში მოტივაციის ამაღლების ყველაზე ეფექტური მეთოდები, როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა დაინტერესება შესასწავლი
საკითხებისადმი და როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა აქტიურობა მთელი გაკვეთილისის მიმდინარეობისას პრობლემური საკითხია არა მარტო
ჩვენი სკოლის, არამედ სხვა სკოლებისაც. ამის შესახებ არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა.
2.1. რა როლი აკისრია მოტივაციას
მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესში
მოტივაცია
ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის
განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და
გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. საზოგადოდ, ადამიანის ქმედება უმეტესად მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული და მას
განსაზღვრული მოტივები უდევს საფუძვლად. აქედან გამომდინარე, მოტივაცია შეიძლება
განიმარტოს, როგორც სასურველი მიზნის მიღწევისკენ მიმართული
პროცესი.
-11-
„პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის
მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება, როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ, გადამწყვეტ როლს ასრულებს
მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.( ჟურნალი
„მასწავლებელი“. 6 იანვარი,2015. თეო ჭყოიძე) . სწავლა /სწავლების სტილი და მოსწავლესთან ურთიერთობის ფორმები მჭიდროდ უკავშირდება მოსწავლეთა მოტივაციის ასპექტებს.
განარჩევენ მოტივაციის ორ სახეს: შინაგანი და
გარეგანი მოტივაცია
შინაგანი მოტივაცია ეფუძნება მოსწავლის პერსონალურ ინტერესებსა და მისწრაფებებს; წარმოიშობა სურვილით, გაუზიარო შენი სამუშაო მეგობრებს, თანაკლასელებს, სკოლას, ოჯახს.
გარეგანი მოტივაცია — ნიშნებისა და ჯილდოების მიღების სურვილი, სამუშაოების შესრულება დასჯის თავიდან აცილების მიზნით. შინაგანი მოტივაცია უფრო ხანგრძლივი და მართვადია.
უფრო რთულია სიტუაცია, როდესაც სხვების მოტივირება გვსურს. სხვისი მოტივირება ნიშნავს — უბიძგო მას, შეცვალოს ძველი ქცევა ახლით. მოტივი მოდის რაღაცის დეფიციტიდან. თითოეული მოტივი ავტომატურადაა დაკავშირებული გარკვეულ მიზანთან, რომლისკენაც იგი გვიბიძგებს. რაც უფრო ძლიერია მოტივი, მით უფრო ძლიერ გვიბიძგებს იგი მიზნის მიღწევისკენ.
მოსწავლეებს
უშუალოდ გაკვეთილის დაწყებამდე რაღაც დოზით შინაგანი მოტივაცია გააჩნიათ, მთავარია
გაკვეთილამდე მოტანილი შინაგანი მოტივაცია საგაკვეთილო პროცესის დასრულემაბდე
მიჰყვეს. მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია ეფუძნება ახალი ცოდნის მიღების ინტერესს, გაკვეთილზე შემოქმედებით და დამოუკიდებელ სამუშაოებს და შეესაბამება სწავლის ბუნებრივ პროცესს. სწორედ მასწავლებლის ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს სწავლება კლასში, რამდენად შეძლებს იგი მოსწავლეების დაინტერესებას. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად: ამა თუ იმ საგნის ინტერესი, მოსწავლის თვითშეფასება, მოთმინება და შრომის უნარი. ზოგი მოსწავლე სხვის დასანახად სწავლობს, ზოგი — შექებისათვის და მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს მიზანი დასახული
და გააზრებული, რომ დღეს მიღებული ცოდნა მომავალში მას და
მის ირგვლივ მყოფებს გამოადგება.
სწავლის მოტივაცია, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება განიმარტოს: „ეს არის მოსწავლის ტენდენცია მოძებნოს ღირებული და მნიშვნელოვანი აკადემიური აქტივობები და ეცადოს, მიიღოს მათგან აკადემიური სარგებელი. სწავლის მოტივაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც პიროვნული ნიშანი და როგორც სიტუაციური სპეციფიკური გარემოება“. სწავლის მოტივაცია უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე სწავლის სურვილი და მისდამი სწრაფვა. ეს არის სასწავლო აქტივობების აზრიანი და მიზანდასახული გამოყენება. ( 12 დეკემბერი, 2018 შუშანა
ტარიელაძე)
ამერიკელმა
ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ადამიანის მოტივაციისა და ქცევის ასახსნელად მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში შექმნა მოთხოვნილებათა იერარქიის მოდელი. ადამიანის ქცევას მოთხოვნილება განსაზღვრავს. მასლოუ განასხვავებს თანდაყოლილ (ბიოლოგიურ) და შეძენილ (სოციალურ და პიროვნულ) მოთხოვნილებებს. სოციალური და პიროვნების განვითარების მოთხოვნილებები ადამიანის განვითარებასთან ერთად ყალიბდება. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიულ მოდელში ბიოლოგიური, ანუ საბაზისო მოთხოვნილებები ყველაზე დაბალ საფეხურზეა, ხოლო პიროვნების განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის მოთხოვნილება _ ყველაზე მაღალ საფეხურზე.
-12-
იმისთვის, რომ მოთხოვნილებათა იერარქიის უფრო მაღალმა დონემ დაიწყოს გავლენის მოხდენა ადამიანის ქცევაზე, არ არის აუცილებელი უფრო დაბალი დონის მოთხოვნილებების მთლიანად დაკმაყოფილება. მაგალითად, ზოგჯერ ადამიანები იმაზე ადრე იწყებენ თავიანთი ადგილის მოძებნას ზოგიერთ საზოგადოებაში, ვიდრე უსაფრთხოების მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება, ან კიდევ მთლიანად დაკმაყოფილდება მათი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები.დადებით მხარეებთან ერთად აბრაჰამ
მასლოუს თეორია ხასიათდება ნაკლოვანებებითაც. თვითონ აბრაჰამ მასლოუმაც აღიარა, რომ მის მიერ დადგენილ მოთხოვნილებათა იერარქიული სტრუქტურა არ იყო ისეთი „მტკიცე“, როგორც ის ვარაუდობდა და, რომ ცხოვრებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სიყვარული. მასლოუს თეორიას ძირითადად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო გაეთვალისწინებინა ადამიანთა მოთხოვნილებებში ინდივიდუალური განსხვავებები, რომელთა გამოც ერთი ადამიანი შეიძლება უფრო მეტად დაინტერესდეს თვითგამოხატვით, მეორე - აღიარებით, მესამე კი - სოციალური მოთხოვნილებებით. კარგმა მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეთა სწორი მოტივაცია, მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებების გაცნობიერების გზით. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაიცნობიეროს ის ფაქტიც, რომ დროთა განმავლობაში მოთხოვნილებები იცვლება, ვითარდება და არ შეიძლება ერთი და იგივე მოთხოვნილებებით მოსწავლეთა მოტივაციის იმედად ყოფნა ყოველთვის.
ეფექტური სწავლება მოსწავლეთა
მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის
მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს.
მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის
წარმართვისათვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა,
განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს სწავლას
საფუძვლად.
2.2.
მოტივაციის ყველაზე ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები
იმისათვის, რომ მოსწავლეებისათვის
შედეგიანი აღმოჩნდეს მამოტივირებელი სტრატეგიები და
მეთოდები, პირველ რიგში, კლასში არ უნდა იყოს ხელისშემშლელი ფაქტორები, მეორე- მასწავლებელი უნდა იყოს მომთმენი და გულშემატკივარი პიროვნება, რომელიც მოსწავლეებს შეცდომებისთვის არ სჯის. ყოველი მოსწავლე შეცდომას უნდა განიხილავდეს, როგორც სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას და მესამე- დავალება გამომწვევი უნდა იყოს, მაგრამ ადეკვატური. თუ სამუშაო მეტისმეტად მარტივია ან
---13-
მეტისმეტად რთული, მოსწავლეებს მცირე მოტივაცია ექნებათ, ისინი ფოკუსირებას მოახდენენ დავალების დასრულებაზე და არა მასალის ჩაწვდომაზე.
( ჟურნალი „მასწავლებელი“ 4 დეკემბერი,2015 წ. ცვატა ბერძენიშვილი)
შინაგანი მოტივაციის წასაქეზებლად მრავალი სტრატეგია არსებობს. აი რამდენიმე მათგანი:
·
აქციეთ სასწავლო ამოცანა გართობად. ბევრი გაკვეთილი შეიძლება წარიმართოს სიმულაციებისა და თამაშების გზით. თუ მართებულად გამოვიყენებთ, ასეთი გაკვეთილები შეიძლება ძალიან ღირებული და, იმავდროულად, სახალისოც იყოს.
·
გამოიყენეთ სიახლეები და დაუკავშირეთ ისინი ნაცნობ შინაარსს. ნუ ჩააცივდებით მოტივაციის ასამაღლებლად რომელიმე ერთ ან რამდენიმე სტრატეგიას. საჭიროა მრავალფეროვნება. ამოცანების მიზნობრივი სტრუქტურის მრავალფეროვნებას (თანამშრომლობა, შეჯიბრი, ინდივიდუალიზმი) ისეთივე დამხმარე ძალა აქვს, როგორც სწავლების სხვადასხვა პირობებს. როდესაც მასალა აბსტრაქტული ან უცნობია მოსწავლეთათვის, დაუკავშირეთ იგი მათთვის კარგად ნაცნობ რაიმე საგანს ან მოვლენას. მაგალითად, იმისთვის, რომ გააგებინოთ მათ გაპიროვნების
ხერხი, დააწერინეთ ესე: ავალაპარაკოთ ჩვენთვის სასურველი რა ჯგუფის არსებითი
სახელი, რომელსაც ხედავთ კლასში..
·
. მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა, ხშირად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა კითხვა-პასუხის, მოკლე დავალებების, უნარ-ჩვევების დემონსტრირების საშუალებით. დარწმუნდით, რომ მოსწავლეთა პასუხების შემოწმებისას შეცდომების სწრაფად შესწორება შეგიძლიათ. თქვენ ხომ არ გსურთ, რომ მოსწავლეებმა დიდხანს ვერ გააცნობიერონ შეცდომა.
·
თავი აარიდეთ ნიშნებზე, ქულებსა და შეჯიბრებაზე აქცენტის დასმას. ქულებზე აქცენტირებისას მოსწავლეები ეგოცენტრირებულები ხდებიან და ნაკლებად ერთვებიან ამოცანის შესრულებაში. ეს სერიოზული დარტყმაა შფოთიანი მოსწავლეებისთვის.
როგორც უკვე აღვნიშნე, სწავლების
პროცესში მოსწავლეთა სრულყოფილად ჩართვისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების
გამოყენება მნიშვნელოვან
როლს ასრულებს
ამ მიმართულებით.
რესურსების მოძიება
დღესდღეობით დიდ
სირთულეს აღარ
წარმოადგენს, რადგან
საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით
შეიძლება მოვიძიოთ
ის დამატებითი
ინფორმაცია თუ
მასალა, რომელიც
შეიძლება გამოყენებული
იქნას საგაკვეთილო
პროცესში. ეს
შეიძლება იყოს
სურათები, ვიდეოები,
ფილმი თუ სხვა
რამ. ინტერნეტი დღეს
უკვე ხელმისწვდომია ყველასათვის
და მოსწავლეებს
შეუძლიათ მოიძიონ
მრავალფეროვანი მასალა
ამა თუ
იმ საკითხზე
და სწავლაც
უფრო სახალისო
ხდება, ეს
კი ხელს
უწყობს მოსწავლეებში
აკადემიური მიღწევების
გაუმჯობესებას.
რატომ არის სასწავლო
პროცესში რესურსების
გამოყენება მნიშვნელოვანი?
• რესურსი ეხმარება
მოსწავლეს გაკვეთილის
უკეთ გაგებაში.
• არის მეტი
თვალსაჩინოება.
• სასწავლო პროცესი
ხდება სახალისო
და საინტერესო.
• ხდება
მოსწავლეთა მეტი
ჩართულობა.
• იზრდება
მოსწავლეთა მოტივაცია.
-14-
როგორ ვიმუშავოთ მოსწავლეებთან? ჩემს
სამიზნე კლასზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ :
·
პირვცელივე დღიდან უნდა შევუქმნათ დადებითი განწყობა
ჩვენ მიმართ, როგორც საგნის მასწავლებლის მიმართ და დადებითი განწყობა
საგნის მიმართ.
·
დავსახოთ
რეალური მოლოდინები
- მოსწავლეებს მივცეთ
დავალებები მათი
შესაძლებლობების გათვალისწინებით. არც
ისეთი ძნელი,
რომლის შესრულებაც
შეუძლებელია, და
არც ძალიან
ადვილი.
·
ყოველთვის
წავახალისოთ მოსწავლეები,
რათა მათ
აჩვენონ თავიანთი
მაქსიმუმი. ეს
გაზრდის მათ
მოტივაციასა და
თვითშეფასებას.
·
გაკვეთილის
მიმდინარეობისას გამოვიყენოთ
რაც შეიძლება
ბევრი სურათი,
ნივთი, და
სხვადასხვა აუდიო-ვიდეო მასალა,
რათა სწავლის
პროცესი სახალისო
და საინტერესო
იყოს.
·
სასურველია
ინტეგრირებული გაკვეთილის
ჩატარება სხვადასხვა
საგანთან.
·
თანამშრომლობა კოლეგებთან,
გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
·
მივცეთ საშინაო დავალებები იმ რაოდენობისა, რომელთა
შესწორებასაც მოვასწრებთ მომდევნო გაკვეთილზე.
·
ზეპირობის ნაცვლად მოვითხოვოთ გააზრება და გაანალიზება.
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები შესაძლოა ერთმანეთისგან მეტად განსხვავებული იყოს. ამის შესახებ ყველაზე ცნობილ კლასიფიკაციას ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ გვთავაზობს, რომელიც ზევით უკვე განვიხილეთ.
მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
საგაკვეთილო პროცესში შესაძლებელია მრავლად იყოს გამოყენებული მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან, ვინაიდან ითვლება, რომ ისტორიების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ყურადღების მოზიდვა და შესაბამისად, მოტივაციის ამაღლება შეუძლია. მოსწავლე მოტივირებულია, თუ მან ზუსტად იცის, რა მოლოდინი აქვს მასწავლებელს, რა არის მისი მიზანი და შეფასების ობიექტური კრიტერიუმი. შესაბამისად, მოსწავლე მოტივირებულია, მიაღწიოს მიზანს, მაქსიმალურადაა ჩართული მიმდინარე გაკვეთილზე
და ელოდება მიიღოს ამისათვის შექება.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სწავლა მხოლოდ მშრალი შემეცნების პროცესი არ არის, სწავლაზე გავლენას
ახდენს ემოციები. მოსწავლეები უფრო კარგად სწავლობენ და იმახსოვრებენ იმ ინფორმაციას,რომელიც
იწვევს ემოციურ რეაქციებს. (ზოგჯერ კი ემოციები ხელს უშლის სწავლას), ან დაკავშირებულია მათ ინტერესებთან.
ფსიქოლოგები მოზარდობის ასაკს ხშირად ემოციური შფოთვის
ასაკს უწოდებენ. ეს ხანა ინტენსიური დადებითი და უარყოფითი ემოციებით ხასიათდება. მოზარდს
შეიძლება ერთ დღეს აინტერესებდეს ესა თუ ის საკითხი და აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო
პროცესში, მეორე დღეს- საერთოდ უარი თქვას. ხშირ შემთხვევაში მათი ემოციური განვითარება დამოკიდებულია, როგორც ფიზიკურ, ასევე სოციალურ
და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე.
-15-
ფიზიკური ფაქტორები--მოზარდის
ასაკი ხასიათდება მკვეთრი ცვლილებებით ფიზიკური განვითარების პროცესში. ორგანიზმის
შეცვლილი მდგომარეობა და ჰორმონების მოზღვავება უშუალოდ მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე.
იგი უფრო ცვალებადი ხდება.
სოციალური ფაქტორები--ცდილობს
დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ამ დროს მოზარდები მიიჩნევენ, რომ მშობლებს
და მასწავლებლებსაც არ ესმით მათი. მათთვის მთავარია თანატოლების მოწონება.
აქედან გამომდინარე,
მასწავლებლის წინაშე დგას სამი ამოცანა.
·
მოვახდინოთ
მოსწავლის ემოციური დიაგნოსტიკა (მშობლებთან კონსულტაციით, ფსიქოლოგის დახმარებით და
ა.შ.)
·
მინიმუმამდე
დავიყვანოთ მოსწავლეებში სასწავლო პროცესის მიმართ უარყოფითი ემოციების გამოწვევის
ალბათობა.( სწავლების სტრატეგიების, კომუნიკაციის ეფექტური გზების, მოტივაციის სხვადასხვა
საშუალების დახმარებით}.
·
თუ
მაინც იჩინა თავი ნეგატიურმა ემოციამ, განტვირთოს სხვადასხვა გზით (ექსკურსია, მუსიკის,
დისკუსია კლასგარეშე თემებზე და სხვა}
ამერიკელი
განათლების მკვლევრის, პერკინსის აზრით, მოსწავლეებმა რომ კარგად ისწავლონ, საჭიროა’’
1.ინფორმაცია
მივაწოდოთ ნათლად და გასაგებად.
2.გააზრებაზე
მორგებული აქტივობები განვახორციელოთ.
3.რჩევებითა
და კომენტარებით შევაფასოთ.
4.ვიზრუნოთ
მათი შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე.
ვაჩვენოთ
და ვაგრძნობინოთ მოზარდებს სითბო და სიყვარული, მხარდაჭერა. თავი ავარიდოთ ზედმეტად
მკაცრ დისციპლინური ნორმების გამოყენებას. ვაჩვენოთ მორალური ქცევის მაგალითები.
სპეციალისტები
გვირჩევენ- მოითმინეთ გარდატეხის ასაკში მყოფი
მოზარდის უცნაური ახირებები, თუკი ამით სხვას არ აწუხებენ ან სასწავლო პროცესს ხელს
არ უშლიან.
დაეხმარეთ
მოსწავლეებს პოზიტიური თვითშეფასების ფორმირებაში.
აუცილებელია
ისეთი სიტუაციების შექმნა, სადაც მოზარდი გამოავლენს აქტივობას. მოსწავლეების ენერგია
და ძალა წარვმართოთ სასარგებლო მიმართულებით. სასურველია დავავალოთ გარკვეული საქმეების
ორგანიზება....
ყოველდღიურმა
ზედამხედველობამ, ჭკუის დარიგებამ ( განსაკუთრებით, სხვების თანდასწრებით), შეიძლება
გამოიწვიოს დაუმორჩილებლობა, მიღებული წესების
დარღვევა. არ შეიძლება , როგორც წვრილმანებზე
კონტროლი, ასევე კონტროლის ნაკლებობა.
აგრძნობინეთ მოზარდს, რომ გაინტერესებთ მისი პიროვნება.
პედაგოგმა უნდა გამოავლინოს ტაქტი, ყურადღება, სიდინჯე,.
მნიშვნელოვანია , მოვუძებნოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს შინაგანი დაძაბულობის
შემცირებას.
-16-
პედაგოგი უნდა დაეხმაროს მოზარდებს თვითშეფასების ამაღლებაში.
შევქმნათ ისეთი სიტუაციები, სადაც მოზარდი თავს სრულად გამოავლენს. ზემოთ მოყვანილი
მიდგომები დაგვეხმარება, ვმართოთ მოსწავლეთა ქცევა, რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას.
ყველა მოსწავლე უნდა იყოს კლასის სრულფასოვანი წევრი,
რადგან მოტივაცია მოდის იდენტობიდან და ჯგუფის წევრობიდან. თეორეტიკოსების აზრით, არსებობს ოთხი მიდგომა მოტივისადმი..
|
ბიჰევიორიზმი |
ჰუმანისტური მიდგომა |
კოგნიტური მიდგომა |
სოციო-კულტურული მიდგომა |
მოტივაციის წყარო |
გარეგანი |
შინაგანი |
შინაგანი |
შინაგანი |
მნიშვნელოვანი გავლენა მოტივაციაზე |
განმტკიცება. ჯილდო წამახალისებელი სტიმულები. დასჯა |
თვითრწმენის, თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებები |
რწმენა ატრიბუციები წარმატებისა და მარცხის
შესახებ. |
იდენტობის განმტკიცება. ჯგუფის საქმიანობაში ჩართვა. წაქეზებული მონაწილეობა სასწავლო
გარემოში. |
თეორეტიკოსები |
სკინერი |
მასლოუ, დესი |
ვეინერი |
ლეივი |
რთულია, სასწავლო საგანი ყველა მოსწავლის ინტერესზე
იყოს მორგებული, ამიტომ საჭიროა სიტუაციურ
ინტერესებზე დაყრდნობა. მარტო ინტერესის აღძვრა არ არის საკმარისი, უნდა შევინარჩუნოთ
კიდეც ის.
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ მოტივაციაზე საუბრისას, ესაა რწმენა. რწმენა საფუძვლად
უდევს წარმატებასა თუ მარცხს. რწმენა იგივე მიზნობრივი ორიენტაციაა.
თუ მოსწავლეებს არ მოსწონთ სხვების მიერ დასახული (ან
საკუთარი) მიზნები, მოტივაცია იკლებს. უფრო მაშინ ამჟღავნებენ ამ მიზნების შესრულების
სურვილს, რაც უფრო რეალური და მისაღებია. მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს
იმით, რომ ხელი შეუწყოს რეალური მიზნების დასახვაში.
მასწავლებელმა ასეთ მოსწავლეებს უნდა ასწავლოს,
თუ როგორ ისწავლონ და აიღონ პასუხისმგებლობა. ეს განუვითარებს მათ თვითეფექტიანობას.
ეფექტური სასწავლო პროცესისათვის მნიშვნელოვანია ასევე,
სასწავლო რესურსების მიზნობრივად
-17-
მოძიება, შექმნა და გამოყენება.
თავი III
კვლევის მსვლელობა
3.1. კვლევის
სამიზნე ჯგუფი
1. სსიპ ზემო
თხილნარის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის
( მე-9 კლასი) 13 მოსწავლე.
2. სსიპ ზემო
თხილნარის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის
( მე-11 კლასი) 9 მოსწავლე.
2. საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლები.
3. მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეთა მშობლები.
3.2 კვლევის მეთოდები და მონაცემთა ანალიზი
კვლევის წარმატებით განხორციელების, მისი შედეგების
სანდოობისა და ადეკვატურობის მიზნით მონაცემები
შევაგროვეთ შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
სრული შერჩევა-საკვლევი
პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა გამოკითხვის ჩატარება კითხვარების საშუალებთ. კითხვარი
განკუთვნილია მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის, მოსწავლეთა მშობლებისათვის და
საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისათვის.
მიზნობრივი შერჩევა--კვლევის ფარგლებში ეს
შერჩევა გამოვიყენეთ კონკრეტული სამიზნე კლასისათვის (მე-9 და მე-11 კლასი ). ამ მოსწავლეების
შეხედულება მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ კვლევის მომდევნო აქტივობებისა და ცვლილებების
განხორციელების დასაგეგმად. ორივე კლასში 22 მოსწავლეა.
( კონკრეტული კლასის მოსწავლეები შეირჩა, რადგან მე-9 კლასი გადადის მეათე კლასში,
იცვლის საფეხურს,შესაბამისად გააზრებული უნდა ჰქონდეს კლასიდან კლასში გადასვლის და
სწავლის მესამე საფეხურზე გადასვლის მნიშვნელობა და აუცილებლობა; ხოლო მე-11 კლასის
მოსწავლეებს სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული არჩევანის წინაშე მოუწევთ დგომა,
შესაბამისად, ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად მათ მოუწევთ ქართული ენისა
და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება. ) მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხის
დაქვეითება გამოიწვია საატესტატო გამოცდების მოხსნამაც.
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების
გამოყენებით:
გამოკითხვა- (მოსწავლეთა
გამოკითხვა-დანართი -1 ) აღნიშნულ მეთოდს მივმართე , რათა პასუხი მიმეღო კითხვებზე: აქტიური და მოტივირებული ვარ, როცა. ( შემოხაზეთ
თქვენთვის მისაღები პასუხები)
კითხვები იყო ღია და დახურული, სურვილის შემთხვევაში
ანონიმური, რადგან ამ დროს რესპონდენტი არ იზღუდება პასუხის გაცემის დროს და, შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები ზუსტი
და სანდოა. მონაცემთა ანალიზის შედეგად იკვეთება შემდეგი სურათი:
·
მაინტერესებს
შესასწავლი თემა .
·
გამოყენებულია
მრავალფეროვანი რესურსი.
·
საინტერესოდ
ხსნის მასწავლებელი .
-18-
·
ვიდეო-რგოლებისა
და სლაიდების გამოყენებით ხსნის მასწავლებელი.
·
ჯგუფში მუშაობის დროს.
·
კითხვა-პასუხის რეჟიმში.
·
როცა ვიცი სასწავლო მიზანი და შედეგი.
·
როცა ვღებულობ სწავლებაზე ორიენტირებულ ობიექტურ შეფასებას.
·
როცა საკითხის ირგვლივ წამოჭრილ პრობლემას თავად ვჭრი.
·
აღმიძრავს ცნობისმოყვარეობას.
·
არ მაყენებს შეურაცხყოფას, თუკი საკითხი ვერ გავიგე.
·
არ მეშინია კითხვის დასმა.
მასწავლებელთა გამოკითხვა. დანართი-2) მივმართე, რათა გამეგო კითხვაზე პასუხი, თუ როგორ მუშაობენ მოსწავლეებში
მოტივაციის უნარების ჩამოყალიბება-განვითარების კუთხით. კითხვები იყო ღია და დახურული,
სურვილის შემთხვევაში ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება პასუხის გაცემის
დროს და, შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები
ზუსტი და სანდოა.
საბაზო
და საშუალო საფეხურის ყველა მასწავლებელი თანხმდება იმაზე, რომ მოტივაცია მოსწავლეებს ნებისმიერი საგნის გაკვეთილზე უნდა განუვითარდეთ,
როგორც საგნის სწავლების ფარგლებში, ასევე საგაკვეთილო პროცესის მიღმაც, რადგან, თუ
მოსწავლე არ არის მოტივირებული, მას უჭირს საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართვა, ნებისმიერი
ინფორმაციის დამახსოვრება და გაანალიზება.
მონაცემთა
ანალიზის შედეგად იკვეთება შემდეგი სურათი:თეორიულად ყველა მასწავლებელი სწორად აყალიბებს
სათქმელს, იცის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე
რა ფაქტორები უყალიბებს და უმტკიცებს მოტივაციას მოსწავლეებს, თუმცა მასწავლებელთა
ნაწილი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისათვის მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში შემოიფარგლება
და საგაკვეთიულო პროცესის მიღმა დრო არ რჩება მოსწავლეებთან სამუშაოდ.
კითხვაზე: 1.რა
არის მოტივაცია? - გამოკითხულთა 75 % ფლობს თეორიულ მასალას; 2. რამდენი სახის მოტივაციას იცნობთ?( გთხოვთ აღწეროთ)-
85 % სწორად და მიზანმიმართულად ასახელებს და აღწერს შინაგან და გარეგან ფაქტორებს.
3. მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად რას აკეთებთ გაკვეთილზე?- მასწავლებელთა 60
% ასახელებს რესურსების მრავალფეროვნებას; 15% ასახელებს ობიექტურ შეფასებას; 20 -19-
% ჯგუფურ მუშაობას; 5 % რეფერატებსა და პროექტებზე მუშაობას;
4. მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად რას აკეთებთ საგაკვეთილო პროცესის მიღმა? -
მასწავლებელთა 75 % ამ კუთხით ვერ მუშაობს დროის უქონლობის გამო; 25 % ასახელებს პროექტებისა
და რეფერატების მომზადებას.
(მშობელთა გამოკითხვა-დანართი
-3 ) მივმართე იმის დასადგენად თუ რა გავლენას ახდენს მშობელი
და რა დოზით მონაწილეობს მოსწავლის მოტივაციის ჩამოყალიბებისა და ამაღლების პროცესში,
როგორ ცვლის მოსწავლის მოტივაციას და რას აკეთებს საამისოდ. გამოკითხვაში მონაწილეობა
მიიღო მე-9 და მე-11 კლასის თითქმის ყველა მშობელმა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა,
რომ იმ მოსწავლეთა მიღწევები უფრო მაღალია, რომელთა მშობლები ხშირად მოდიან სასაუბროდ
სკოლაში მასწავლებლებთან და ოჯახშიც აქტიურად არიან ჩართულნი შვილის აღზრდაში. გამოკითხულთა უმრავლესობას
მიაჩნია, რომ წამახალისებელი ინსტრუმენტების გამოყენება ( მასწავლებლისა და მშობლის
მხრიდან) მნიშვნელოვნად მოქმედებს მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გაზრდაში და ასეთის
გამოყენების დროს მოსწავლე დროულად, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად იწყებს დავალებების მომზადებას.
მონაცემთა ანალიზის შედეგად იკვეთება
შემდეგი სურათი:
კითხვაზე: 1: თქვენი შვილი ხალისით მოდის სკოლაში? გამოკითხულთა 60 % პასუხობ
„ დიახ „ 40 %
„არა“; 2. შესასწავლი თემების მიმართ იჩენს თუ არა დაინტერესებას? გამოკითხულთა 55% პასუხობს „დიახ“, 45 % „ არა“; 3. თუკი
არ აქვს განწყობა სასწავლი მასალის მიმართ, რას აკეთებთ? გამოკითხულთა 60 % პირდება
რაიმე ნივთის ყიდვას, ან სასურველ ადგილას გაშვებას, 25 % ემუქრება, რომ სურვილებს
არ შეუსრულებს; 15 % „არაფერს“, მაინც არ აქვს აზრი; 4. რა იცით მოტივაციის შესახებ, რა არის მოტივაცია?
გამოკითხულთა 75 % ზედაპირული ცოდნა და წარმოდგენა აქვთ საკითხის შესახებ. 5. რას აკეთებთ
თქვენი შვილის მოტივაციის ასამაღლებლად? გამოკითხულთა 90 % პირდება სურვილების ასრულებას
-20-
დახურული კითხვარის საფუძველზე კვლევის დასაწყისში დადგინდა,
რომ
1.
ისტ-ით ჩატარებული გაკვეთილები მოსწონს-- 40%-ს.
2.
ჯგუფური და წყვილებში მუშაობა ------35 %-ს.
3.
მთავარი ცდნაა და არა ქულა----30%ს.
4.
პროექტებით სწავლება---30%-ს.
5.
მკითხველის
თეატრი, როლური თამაში--44%-ს.
ინტერვენციების
განხორციელების შემდეგ მოსწავლეებმა განმეორებით
შეავსეს იგივე კითხვარი, შედეგები ასე შეიცვალა..
1.ისტ-ით ჩატარებული
გაკვეთილები მოსწონს-- 45%-ს.
-21-
2.ჯგუფური და წყვილებში მუშაობა ------55 %-ს.
3.მთავარი ცოდნაა
და არა ქულა----40%ს.
4.]როექტებით
სწავლება---50%-ს.
5. მკითხველის
თეატრი, როლური თამაში--75%-ს.
ფოკუსირებული
დაკვირვება-- ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე
დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო,
დაგვედგინა პედაგოგების, მოსწავლეების და მასწავლებლების ზოგადი აზრი და ინტერესები
მოტივაციის უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან დაკავშირებით და მოტივაციის ამაღლების ეფექტური მეთოდების გამოყენების შესახებ. ვავლენდით
სუსტ და ძლიერ მხარეებს და ვსახავდით სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელ გზებს. სუსტ მხარედ
იკვეთება მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის ნაკლებობა, მშობელთა არასაკმარისი ჩართულობა
და მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა მხოლოდ საგაკვეთილო
დროში.
მეორადი
მონაცემების ანალიზი- ეს მეთოდი მეორადი
მონაცემების დამუშავებისათვის გამოვიყენე. მეორადი მონაცემების დამუშავება გულისხმობს
აქამდე არსებული დამკვიდრებული ტრადიციული
მეთოდების სტრუქტურის შესწავლას. რა ცვლილებები განიცადა დროთა განმავლობაში, რა ძირითადი
პუნქტებისა და მოთხოვნებისაგან შედგება მოტივაცია
და დაახლოებით რა დროს მოითხოვს მოტივირებული მოსწავლის ჩამოყალიბება.
3.3. შესაძლო ინტერვენციები და მათი განხორციელება
გაანალიზებულ
შედეგებზე დაყრდნობით დავგეგმე შემდეგი ინდიკატორები:
·
ლიტერატურის
დამუშავება, სამუშაო შეხვედრების მოწყობა და ინფორმაციის გაზიარება.
დამუშავებული ლიტერატურიდან მიღებული გადაწყვეტილებები კოლეგებს დაეხმარება
-22-
შეჯერდნენ როგორ,
რა სახით, რა დოზით იმოქმედონ, რომ მოსწავლეები ინტერესით, ხალისით და ხარისხიანად ჩაერთონ სწავლა-სწავლების
პროცესში, როგორც გაკვეთილზე, ასევე გაკვეთილის მიღმა.
ლიტერატურის დამუშავება,
პირადადდ მე, დამეხმარება გავიზარდო პროფესიულად, შევისწავლო მოსწავლეთა მამოტივირებელი
ეფექტური მიდგომები და ,შემდგომ, მიღებული ინფორმაცია გავუზიარო კოლეგებს და , რაც
მთავარია, გადავიტანო საგაკვეთილო პროცესში.
·
მოტივაციის
ამაღლების მეთოდების გამოყენების დანერგვა
საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში- ლიტერატურის დამუშავების შედეგად
მიღებული ცოდნის დანერგვა ჩემს მუშაობაში. დავადგენ კონკრეტული მოსწავლის სუსტ და ძლიერ
მხარეს და მასზე დაყრდნობით შევიმუშავებ შესაბამის
ინსტრუმენტებს სუსტი მხარის აღმოფხვრის მიზნით, რომლებიც დამეხმარება მოსწავლეებში მოტივაციის ჩამოყალიბება- ამაღლებაში და ,შესაბამისად, საგაკვეთილო
პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაში.
·
თანამშრომლობა
კოლეგებთან და კათედრის წევრებთან - თუ როგორ მიმდინარეობს
დასახული მიზნის განხორციელება სამუშაო პროცესში. ამ შედეგების ობიექტურ გაანალიზებაში
დიდ დახმარებას გამიწევს კათედრის წევრებთან და კოლეგებთან თანამშრომლობა. „ კრიტიკული
მეგობრის“ გაკვეთილზე დასწრება-დაკვირვება. „კრიტიკული მეგობარი“ გაკვეთილზე ობიექტური დაკვირვების შედეგად მოგვცემს
შესაბამის რჩევებს, რომელთა გამოყენება/ დანერგვა აუცილებელი იქნება გაკვეთილებზე მოსწავლეთა
სათანადო ჩართულობისათვის.
·
მოსწავლეებში
მიღებულ შედეგებზე დაკვირვება- საკუთარ პრაქტიკაში ახლებური მიდგომების
დანერგვის ერთადერთი უმთავრესი მიზანი მოსწავლეთა სასწავლო შედეგების გაზრდაა, ამიტომ
აუცილებელია პარალელურად დავაკვირდეთ მოსწავლეებში მიმდინარე პროცესს, მოახდენს თუ
არა ახალი მიდგომები მათში ცვლილებას და რა ხარისხით. როგორ მიიღებენ სიახლეს,მთავარია
დავაკვირდეთ კონკრეტული ახალი აქტივობა როგორ ინერგება და რა შედეგზე გაგვიყვანს, მოსწავლეთა
უმრავლესობას მოსწონს თუ უბრალოდ დროის გაყვანაზეა ორიენტირებული და სხვა.
3.4 კვლევის ვადები:
აქტივობა |
დეკემბერი |
იანვარი |
თებერვალი |
მარტი |
აპრილი |
მაისი |
ივნისი |
პრობლემის იდენტიფიცირება |
|
X |
|
|
|
|
|
ლიტერატურის დამუშავება |
X |
|
|
|
|
|
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება |
|
X X X X |
|
|
|
|
|
კვლევის წევრთა შეხვედრები |
X |
X |
X |
X |
X |
X |
X |
სამუშაო შეხვედრები |
X |
X |
X |
X |
X |
X |
X |
კითხვარის შედგენა-დამუშავება |
|
|
X |
|
|
|
|
გამოკითხვა |
|
|
X |
X |
X |
X |
X |
მიღებული შედეგების ანალიზი |
|
|
X |
|
|
|
X |
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა |
|
|
X |
|
|
|
|
ინტერვენციის განხორციელება |
|
|
|
X |
X |
X |
|
ინტერვენციის შედეგების ანალიზი |
|
|
|
|
|
|
X |
პრეზენტაცია-შედეგების გაცნობა |
|
|
|
|
|
|
X |
თავი IV
კვლევის შედეგების
შეფასება
4.1. ინტერვენციების
შედეგები და ანალიზი
კვლევის პირველ ეტაპზე შევხვდი მოსწავლეთა მშობლებს ინდივიდუალურად. ვისაუბრეთ
იმ პრობლემების შესახებ, რაც იწვევს, ზოგადად, ამ ასაკში სწავლისადმი ინტერესის დაკარგვას. ასევე ღია კითხვარი შეავსეს
იმ პედაგოგებმა, რომლებიც ასწავლიან მოცემული
კლასების მოსწავლეებს. კითხვარი შეავსეს კვლევაში მონაწილე მოსწავლეებმაც.
გამოკითხვა-ანკეტირების შედეგების გააანილეზებამ დამარწმუნა, რომ მოსწავლეთა ასაკის
მატებასთან იკლებს სწავლის მოტივაცია. მათი თვალსაწიერი ფართოვდება, იცვლება შეხედულებები
და მისწრაფებები. ზოგჯერ, უბრალოდ, არ არიან სწავლის ხასიათზე. მოსწავლეების აზროვნებაში
უფრო მეტ ადგილს იკავებს გართობის მოთხოვნილება. ნაკლებად აღელვებთ სწავლა
და აკადემიურ მოსწრებასა და ჩართულობის
მიმართულებით წამოჭრილი პრობლემები.
მათ სწავლის წასახალისებლად მოტივაცია სჭირდებათ. მოტივაციის ნაკლებობასთან
ერთად კლებულობს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხიც.
კითხვარებიდან
მიღებული პასუხების ანალიზის შემდეგ დავგეგმე.. ჯგუფებში, წყვილებში მუშაობა,
პროექტებით სწავლება , ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, მკითხველის თეატრი
, როლური თამაშები, დისკუსია, სქემებით გამოხატვა შესწავლილი ტექსტების.
კვლევის ფარგლებში საგაკვეთილო პროცესი გაჯერებული იყო
აქტივობათა მონაცვლეობით.
როგორც კვლევები ცხადყოფს, თანამშრომლობითი სწავლება ხელს უწყობს მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევას, სწავლის მაღალ მოტივაციას და
სოციალური უნარების განვითარებას, თანამშრომლობითი სწავლება კი გულისხმობს ჯგუფებში,
წყვილებში მუშაობას.
ამიტომაც დავგეგმე..
·
კვირაში ერთხელ ჯგუფური მუშაობა, ( ჯგუფები იცვლებოდა
და ჯგუფის ყველა წევრს შესაძლებლობების მიხედვით უნაწილდებოდა დავალება).
·
კვირაში ორჯერ წყვილებში მუშაობა. ( ტექსტის სქემატურად გამოსახვა ან RAFT--სხვადასხვა როლს
ირგებენ და პერსონაჟებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრებიან, წერილს
სწერენ).
·
კვირის ბოლოს დისკუსია კვირის განვლილი საკითხების შესახებ.
-24-
·
თვეში ერთხელ მკითხველის თეატრი ან როლური თამაში.
·
კვლევის მანძილზე ორივე კლასმა იმუშავა პროექტზე.
·
თემის შესაბამისად ევალებოდათ საჭირო მასალის მოძიება
ისტ-ის გამოყენებით, რასაც ხალისით ასრულებდნენ.
·
კვირის ბოლოს
,,სენდვიჩის“ მეთოდით აფასებდნენ ერთმანეთს ან ავსებდნენ ,,გასასვლელ ბარათებს“, რომელთა გაანალიზებაც მეხმარებოდა შემდეგი კვირის
აქტივობების დაგეგმვაში.
გამოყენებულმა აქტივობებმა საკმაოდ გაზარდა მოტივაცია
და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართვა.
ჯგუფები და წყვილები იცვლებოდა მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით, რაც დადებითად აისახა მათ
მუშაობაზე. განსაკუთრებით მოსწონდათ როლური თამაში, მკითხველის თეატრი. ტექსტზე მუშაობის
დროს ითვალისწინებდნენ ერთმანეთის შესაძლებლობებს და, შესაბამისად, ირგებდნენ როლებს.
დისკუსიის დროს თანდათან აქტიურად ერთვებოდნენ დაბალი
აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც და თამამად აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს,
მოჰყავდათ დამაჯერებელი არგუმენტები. ასევე
ერთმანეთს ეხმარებოდნენ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში. სლაიდების
მომზადებაში.
კვლევის შედეგებიდან
გამომდინარე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:
გავეცანი სხვადასხვა მეთოდოლოგიურ ლიტერატურას ( განსაკუთრებით
გამოვყოფდი ჟურნალს „ მასწავლებელი“) ჩემი
მიზანი იყო მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული, მიზანმიმართული და მრავალფეროვანი მოტივაციის
ამაღლების ეფექტური მეთოდების გაცნობა, შერჩევა და სასწავლო პროცესში დანერგვა.
ლიტერატურის გაცნობის შემდეგ დავიწყე რამდენიმე ეფექტური
მეთოდის დანერგვა გაკვეთილებზე. ჩემი მიზანი იყო სწავლის პროცესში გამეთვალისწინებინა
თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და მიზანმიმართული დახმარება გამეწია
, რათა შინაგანი მოტივაციის უნარები განმევითარებინა
მათში და ,შესაბამისად, მაქსიმალურად ჩართულიყვნენ მიმდინარე გაკვეთილებზე, შესაძლებლობების
ფარგლებში.
თავდაპირველად დავიწყე მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეების
დადგენა და ინფორმაციის შეგროვება მოსწავლეების
შესახებ თუ რა ეტაპზე არის თითოეული მათგანი, რა მოსწონთ და რა არა, რა აინტერესებთ
და რა არა, გავარკვიე მათი ინტერნეტთან დამოკიდებულება,
ასევე როგორ მუშაობენ ინდივიდუალურად და ჯგუფებში.
განხილული მეთოდებიდან , თავდაპირველად, საგაკვეთილო პროცესში დავნერგე სიმულაციებისა
და თამაშის გზები , რომლებმაც საგრძნობლად აამაღლა მოსწავლეთა ინტერესი და შინაგანი
მოტივაცია. ამ აქტივობის ეფექტურობა კიდევ იმაშია, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი ძალების წარმოჩენას.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები არ არიან დაწყებითი საფეხურისა, ისინი 18 წლამდე
ბავშვები არიან თუნდაც არ აღიარებდნენ ამას.
მთავარია თამაშით სწავლის მეთოდი სწორად იყოს
შერჩეული. მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“., ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“- მოსწავლეებმა
ტექსტების შესწავლის შემდეგ, ჩემი ფასილიტაციით ნაწარმოები გადააკეთეს პიესად, ( ნებისმიერი
ლიტერატურული ნაწარმოები შეგვიძლია ვაქციოთ პიესად) გავუნაწილე მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე
როლები და კლასში წარმოვადგინეთ. წარმოდგენის
-25-
შემდეგ გავაანალიზეთ და გავმართეთ დისკუსია, ვიმსჯელეთ
თუ რომელი მონაკვეთი/პერსონაჟი მოეწონა და რატომ.
შემდეგი მეთოდი,
რომლის დანერგვაც დავიწყე, შესასწავლი თემების მიხედვით ინტერნეტში მოძიებული აუდიო,ვიდეო მასალების ჩვენება.
ბევრია სკოლაში შესასწავლი ნაწარმოებები, რომლებიც ფილმადაა
გადაღებული. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა 90 პროცენტს, მიუხედავად მათი ასაკისა,
არ ჰქონდათ ნანახი: „ ბაში-აჩუკი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ალუდა ქეთელაური“,
„ სტუმარ-მასპინძელი“, „ ნატვრის ხე“ და სხვა. ეს მცირედი ჩამონათვალია, ამას დავუმატოთ
მოძიებული დოკუმენტური მასალა მწერლების ბიოგრაფიების მიმოხილვისას; ამა თუ იმ ნაწარმოების
დაწერის ისტორია და სხვა. მოსწავლეებს ჯერ შევასწავლე ნაწარმოებები და შემდეგ შემაჯამებელ
გაკვეთილზე ვაჩვენე ფილმები, რომლებიც ეფექტური აღმოჩნდა, რადგან ფილმის ნახვის შემდეგ
შეადარეს სიუჟეტები, რომლებიც აღებული იყო ნაწარმოებებიდან და დააკვირდნენ რეჟისორის
მიერ დამატებულ სიუჟეტებს, იმსჯელეს ავტორისა და რეჟისორის აზრთა თანხვედრასა და განსხვავებებზე.
კიდევ ერთი ეფექტური
მეთოდი, რომელიც დავნერგე ეს იყო თავად მოსწავლეებს ეწარმოებინათ
კვლევები/ პროექტები: მაგ, დრო ქართულ გრამატიკაში
და ინგლისურ ენაში; მხატვრული ხერხები ვაჟას
შემოქმედებაში და სხვა. იმუშავეს პროექტზე-ცნობიერების ამაღლება (ტოლერანტობა}.
განსაკუთრებით
მოსწონდათ მეთოდი RAFT. ირგებდნენ სხვადასხვა
როლს და პერსონაჟებს წერილს, თხოვნას, ბრძანებას, დარიგებას სწერდნენ.
რამდენადაც გასაკვირი
არ უნდა იყოს ეფექტური აღმოჩნდა ‘კითხვა-პასუხის“ მეთოდი, რადგან კითხვებს
პირდაპირ კი არ ვუსვამდი, როგორც ჩვეულებრივ, არამედ შესწავლილი თემიდან გამომდინარე
წინასწარ ვადგენდი ფაქტობრივ და სააზროვნო შეკითხვებს , ვყრიდი „ შეკითხვების ყუთში“, მოსწავლეებს ვანაწილებდი
ჯგუფებად , მოსწავლე შეკითხვების ყუთიდან იღებდა კითხვას, წაიკითხავდა და სცემდა პასუხს,
თუ კითხვის ამღები მოსწავლე ვერ პასუხობდა მას თანაგუნდელი ეხმარებოდა, ხოლო თუკი გუნდის
წევრი ვერ დაეხმარებოდა ქულა ბონუსად ეწერებოდა მეორე ჯგუფს.
ნებისმიერ ლიტერატურულ ნაწარმოებში მოსწავლემ უნდა შეძლოს
ავტორის მთავარი სათქმელის ამოცნობა ( დედააზრი), სად იკვრება კვანძი, სად არის ნაწარმოებში კულმინაციური მომენტი და სადაა
კვანძის შეკვრა. მთავარია მოსწავლემ თითოეულში აღმოაჩინოს პრობლემა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვიყენებდი
პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას
(PBL) ,რომელიც ახალი ცოდნის მიღებისა და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს
პრობლემას. მთავარი ის კი არი არის , რომ მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურულ ნაწარმოებში
პრობლემის იდენტიფიცირება/ ამოცნობა, არამედ მთავარია როგორ, რა გზებითა და ხერხებით
გადაწყვეტს ამ პრობლემას.
Ø პირველი
ინტერვენცია, რაც განვახორციელე გახლდათ ის, რომ ლიტერატურის სიღრმისეულად დამუშავების
შემდეგ მოვამზადე პრეზენტაცია და ინფორმაციის მიწოდებისა და გაზიარების მიზნით შევხვდი კოლეგებს. პრეზენტაციის დროს შინაგანი
და გარეგანი მოტივაციის მეთოდების გაცნობასთან
ერთად, განსაკუთრებული
ყურადღება გავამახვილე კვლევის ფარგლებში გამოკითხვისა
და ანკეტირების დროს გამოკვეთილ შედარებით სუსტ მხარეზე. მათ შორის როგორ ავუმღლოთ
მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის მიღმა შინაგანი მოტივაცია, კოლეგებს შევთავაზე ერთგვარი
გამოწვევა, რომ ამ პერიოდში აერჩიათ მათთვის სასურველი სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდი, დაეწყოთ მისი
დანერგვა
საგაკვეთილო პროცესში
და მიღწეული შედეგი გაეზიარებინათ ჩვენთვის.
პრეზენტაციის შემდეგ
-26-
პედაგოგებმა აღნიშნეს
, რომ „ძალიან კარგი და ინფორმაციული იყო ეს შეხვედრა. მივიღეთ რეალური ინფორმაცია
ეფექტური აქტივობების შესახებ, რომლებიც გაზომვადი და მიღწევადია“; „ აუცილებლად დავნერგავ
და გამოვიყენებ ჩემს საგაკვეთილო პრაქტიკაში“ ; „ პროექტებზე მუშაობა საბაზო და საშუალო
საფეხურის კლასების მოსწავლეებში გაზრდის მობილიზება-ყურადღებას
და, შესაბამისად, გაიზრდება შინაგანი მოტივაცია“....
დამსწრე კოლეგების უმრავლესობამ გამოთქვა ინტერესი ამ გამოწვევაზე და აღნიშნეს, რომ
აუცილებლად განახორციელებდნენ.
აღნიშნული
მიმართულებით ინტერვენციის განხორციელების პროცესის დასრულების შემდეგ კოლეგებთან ინტერვიუს
მეთოდით შევაგროვეთ ინფორმაცია საგაკვეთილო პროცესში დანერგილი მოტივაციის ამაღლების
ეფექტური მეთოდების გამოყენების შესახებ:
პროექტებზე მუშაობა -
„ აღნიშნული მეთოდის გამოყენება მართალია დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს მასწავლებლისაგან,
მაგრამ შედეგი საკმაოდ წარმატებული და სასურველია. ჯერ ერთი მუშაობის, კვლევის, ძიების
პროცესში მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია და ინტერესი ( მათთვის საინტერესო პროექტზე
მუშაობის გამო) და მეორეც -მოსწავლეებს ისე გაუღრმავდათ ინტერესი და აუმაღლდათ მოტივაცია,
რომ არ დასჭირვებიათ დაძალება.
პროექტებზე
მუშაობას რამდენიმე მიმართულებით დადებითი შედეგი მოაქვს. პირველი- მოსწავლეები დამოუკიდებლად
კითხულობენ და ეძიებენ სხვადასხვა ტექსტს, ერთი კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებისათვის,
გზადაგზა ზღვა მასალას ეცნობიან და უნდათ თუ არ უნდათ, უწევთ მისი გააზრება , პროექტის
ფარგლებში გამოადგებათ თუ არა. მეორეც მუშაობენ
გუნდურად, შეთანხმებულად, ინაწილებენ დავალებებს, ადგენენ სამუშაო განრიგს და დღის
წესრიგს, რათა პროექტის წარმოებისათვის მითითებულ ვადას არ გადასცდნენ, ამასთანავე
უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარები და მაქსიმალურად ცდილობენ შესაძლებლობების წარმოჩენას
და მესამე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესი „ღიაა“ მოსწავლეებისათვის
და მიკერძოების შეგრძნება არ უჩნდებათ.
მეთოდის
ხშირად გამოყენება ხელს უწყობს შინაგანი მოტივაციის თანდათანობით ზრდასა და ყურადღების
კონცენტრირების უნარების განვითარებას.
„სლაიდების მომზადება-გამოყენების“ მეთოდი
ძალიან ეფექტურია, რადგან მოსწავლეები თავად იძიებენ მასალას. მეთოდი მოსწავლეებს სტიმულს აძლევს, საპრეზენტაციო
მასალა მოამზადონ და წარმოაჩინონ თეორიული მასალა იმაზე უკეთ, ვიდრე ამას სლაიდების
გარეშე გააკეთებდნენ. თანაც ცდილობენ საპრეზენტაციოდ მოძიებული მასალა სხვებისგან გამორჩეული
და ორიგინალური იყოს, რაც ,ერთი მხრივ, უვითარებს მოძიების უნარებს და ,მეორე მხრივ
, მუშაობის პროცესში ეცნობა თეორიულ მასალას. თანაც კომპიუტერს იყენებს მიზნობრივად.
მეთოდის ხშირი გამოყენება მოსწავლეებს უვითარებს მოსმენისა და ყურადღების კონცენტრირების,
თვითშეფასებისა და ურთიერთდახმარებით სწავლის უნარებს.
პრაქტიკაში
სიახლეების დანერგვის შედეგების ობიექტურად შეფასების მიზნით, კვლევის მსვლელობისას,
მივმართე გაკვეთილზე ურთიერთდასწრების მეთოდს. რამდენიმე გაკვეთილზე დასწრების შედეგად
გამოიკვეთა შემდეგი: გარეგანი მოტივაციის ეფექტური მეთოდების ხშირი გამოყენება მოსწავლეებს
უმაღლებს შინაგან მოტივაციას. იზრდებოდა მათი ინტერესი სიახლეებისადმი და იძენდნენ
სამოტივაციო უნარებს.
მიმდინარე
გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობისათვის მნიშვნელოვანია ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმი.
კითხვებზე
პასუხის გაცემით მოსწავლეები წარმოაჩენენ, როგორც წინარე ცოდნას, ასევე მიმდინარე გაკვეთილზე
მიღებულს, ამასთანავე სწორად დასმული კითხვით მოსწავლის ზოგადი განათლება და
-27-
დამოუკიდებელი
აზროვნება წარმოჩინდება. თანაც თუკი ამ ყველაფერს მასწავლებელი სათანადო შეფუთავს/
შენიღბავს და შეალამაზებს „ შეკითხვების ყუთისა“ და „კითხვების დაფის“ გამოყენებით,
გაიზრდება მოსწავლეთა ინტერესი, მოტივაცია და ჩართულობა.
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, სწავლების
ამ საფეხურზე, მეტ-ნაკლებად უკვე აქვთ ჩამოყალიბებული სოციალური და სამოქალაქო ურთიერთობისათვის
საჭირო უნარ-ჩვევები, ცხოვრების გზაზე მათ არაერთხელ მოუწევთ რეალური პრობლემის წინაშე დადგომა, პრობლემებიდან
ამოსავალის პოვნა და მოგვარება, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული
გაკვეთილების ჩატარება. საგაკვეთილო თემად შევარჩიე კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა ,,დიდი
იოსები“.
სოციალური
და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, ნათლად ასახავს
პრობლემას, რომელიც არა მარტო გასული საუკუნის
პრობლემაა, არამედ დღესაც აქტუალურია. ასეთი ტიპის გაკვეთილებმა ნათლად დამანახა, რომ სწავლა არის
ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი, გაკვეთილი ეფუძნებოდა
მოსწავლეების არსებულ ცოდნას, გამოცდილებას და შეხედულებებს.
ასევე,
მოსწავლეებს მიეცათ განვითარების თანაბარი შესაძლებლობა,სასწავლო პროცესი იყო მრავალფეროვანი,
რომელიც მრავალგვარი მეთოდის, მიდგომის, სტრატეგიის თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებას ეფუძნებოდა. რა თქმა უნდა შერჩეული აქტივობები
ემსახურებოდა დასახული მიზნის მიღწევას და შედეგზე გასვლას და რაც მთავარია,
მოსწავლეებმა შეძლეს მიმდინარე გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გადაიტანათ
სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში და სამოქალაქო ცხოვრებაში გამოიყენონ: მარტივად
დაინახონ და გაანალიზონ პრობლემები და იპოვონ ამოსავალი.
მასწავლებლებს
და მოსწავლეებს ანალოგიური ტიპის გაკვეთილების ჩატარება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი
სოციალური პროექტების განხორციელებაში.
მოსწავლეთა 60 %-მა განხილული ინტერვენციები შეაფასა
კარგად და თვლის, რომ ამ მეთოდების გამოყენებით გაიზარდა მათი მოტივაცია., ხოლო 40
% თვლის, რომ ძალიან კარგია გამოყენებული ინტერვენციები, რადგან გაკვეთილები უფრო სახალისო
გახდა. მოსწავლეთა უმრავლესობა ისურვებდა, სხვა საგნებშიც გამრავალფეროვნდეს აქტივობები.
თავი V
5.1. კვლევის სუსტი მხარეები და დაძლევის
გზები:
კვლევის
შედეგების გაანალიზების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სუსტი მხარეები:
·
საათობრივი დატვირთვა და საგაკვეთილო ცხრილი არ გვაძლევდა
იმის საშუალებას, რომ ხშირად დავსწრებოდეთ ერთმანეთს გაკვეთილებზე. ეს სუსტი მხარე
რომ არა უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნებოდა ურთიერთთანამშრომლობის გზით პროფესიული
განვითარების ზრდისა, ვინაიდან საგაკვეთილო პროცესში ცოცხალი დაკვირვება და ანალიზი
ყველაზე თვალსაჩინო, ობიექტური შეფასებისა და პრაქტიკის გაზიარების საშუალებაა.
აღნიშნული
სუსტი მხარის დასაძლევად კვლევის მსვლელობისას ვიყენებდი კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს,
სადაც განვიხილავდით და ვაანალიზებდით საგაკვეთილო პროცესში დანერგიულ თითოეულ ეფექტური
მეთოდს.
·
მოსწავლეებში მიღწეული შედეგების გამოვლენის პროცესში
მშობელთა ჩართულობა. ჩემი შეფასებითო მშობლები გამოკითხვის პროცესში არ იყვნენ ბოლომდე გულწრფელები
და გულახდილები , მიუხედავად ანონიმურობისა.
ინტერვენციის
განხორციელების მსვლელობისას მქონდა მცდელობები
მშობლებთან შეხვედრებისას
-28-
მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლების მიზნით საგაკვეთილო პროცესში
მშობელთა აქტიური ჩართვა.
ვთხოვე დამსწრებოდნენ მიმდინარე გაკვეთილებზე და
დაკვირვებოდნენ მშობლის თვალით. შედეგად შეიმჩნეოდა გარკვეული პროგრესი. ეს ნაბიჯი
წამახალისებელი აღმოჩნდა არა მარტო მშობლებისათვის, არამედ მოსწავლეებისათვისაც.
5.2. კვლევის
შედეგების გაზიარება
რეფლექსია კვლევის
შედეგების გაზიარების შესახებ.
სსიპ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში ჩავატარე პრაქტიკის
კვლევა „მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა ქართული ენის
გაკვეთილზე“
კვლევის
მიზანი იყო შემეფასებინა მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციისა და მზაობის დონე, მეზრუნა
არსებული შედეგების გაუმჯობესებაზე, რეალურად მუშაობის გზით და მათი საგაკვეთილო პროცესში
აქტიური მონაწილეობის ხარისხის დადგენა და შესაბამისი მეთოდების მოძიება. მიღებული
შედეგები, გამომდინარე კვლევის მსვლელობიდან და დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით ჩავთვალე, რომ დადებითია და შესაძლებელია მისი კოლეგებთან
გაზიარება.
კვლევა
განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს , დეკემბრიდან მაისის ბოლომდე. მოსწავლეების,
მშობლებისა და მასწავლებლების გამოკითხვა ვაწარმოე ანკეტური კითხვარებით, სურვილის
შემთხვევაში ანონიმური იყო.
არა
მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ჩემთვის და კოლეგებისთვისაც საინტერესო და შედეგიანი
გამოდგა მოტივაციის ამაღლებისათვის ეფექტური
მეთოდების დანერგვა საგაკვეთილო პროცესში სწავლის ხარისხისა და ჩართულობის გაუმჯობესების
მიზნით.
ასევე
საინტერესო აღმოჩნდა კვლევის შედეგების გაზიარება სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლებისათვის
და კოლეგებისათვის. დაინტერესდნენ შედეგით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის
კვლევა განახორციელონ სამომავლოდ, თემას კი აარჩევენ მათი პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარე.
მსმენელთა
მხრიდან უკუკავშირი იყო დადებითი, კოლეგების
ნაწილს მიაჩნია, რომ მიმდინარე გაკვეთილზე მოსწავლეთა აქტიური ჩართვისათვის
, მოტივაციის ამაღლების ეფექტური მეთოდების დანერგვა , განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე, მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საშუალო
საფეხურზე კიდევ უფრო რთულდება შესასწავლი საკითხები და სწავლის სრულყოფისათვის შინაგანი
მზაობა მაღალი უნდა იყოს, რაც გარეგანი მოტივაციით მიიღწევა.
კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით დავრწმუნდი, რომ
კარგი იქნება სახელმძღვანელოების გადახალისება საბაზო-საშუალო საფეხურზე, რომლებიც
უფრო მეტად დაფუძნებული იქნება კეთებით სწავლებაზე.
ჩატარებული კვლევის მიხედვით შეიძლება კოლეგებს გავუზიარო
შემდეგი.
1.
საჭიროა სასწავლო პროცესის ეფექტური დაგეგმვა.
2.
გაითვალისწინეთ
ასაკობროვი თავისებურებები და ინტერესები.
-29-
3.
საჭიროა ახალი მიდგომებისა და პერსპექტივების მოძებნა,
რაც გამოიწვევს მოსწავლეთა მოტივირებას სწავლისადმი.
4.
ხშირად გამოიყენეთ ჯგუფური და წყვილებში მუშაობა.
5.
შესასწავლი მასალა მიაწოდეთ სხვადასხვა ფორმით ასაკისა
და თავისებურებების გათვალისწინებით.
6.
აღნიშნეთ მოსწავლეთა ნებისმიერი წარმატება, ოღონდ არა
გადამეტებულად.
7.
ხშირად გამოიყენეთ თამაში, თუნდაც განვლილი მასალის
გასამეორებლად.
8.
სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია დისკუსია და პროექტებით სწავლება.
9.
იყავით მოსწავლის უფროსი მეგობარი, მორალური ღირებულებების
მაგალითების მაჩვენებელი, სათანადო ყურადღბა დაუთმეთ თითოეულს, რათა შეძლონ შემოქმედებითი
უნარების გამოვლენა-განვითარება.
დასკვნა
პიროვნებაზე
ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების
პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის
მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ
და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას.
სახელმწიფო ენის შესწავლამ მოზარდს უნდა განუვითაროს
ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს სახელმწიფო
ენაზე/ენებზე. ამ ჯგუფში
შემავალი საგნის/საგნების შესწავლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური
აღქმისა და შეფასების, საკუთარი აზრის ლოგიკური
თანამიმდევრობით გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა
შინაარსის ტექსტების შექმნის უნარის განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის
გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება.
ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შემიძლია ვთქვა,
რომ მოსწავლის შინაგანი მოტივაციის ამაღლება-
ჩამოყალიბებაში, მართლაც დიდი როლი აქვს გარეგან ფაქტორებს ( ეფექტური მეთოდების დანერგვასა
და გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში) რადგან
მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული ეფექტური მეთოდები, განსაკუთრებით საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის არის ყველაზე მეტად მამოტივირებელი, ამაღლდა მათი
ჩართულობა და დაინტერესება შესასწავლი საკითხების მიმართ, ხალისით ერთვებოდნენ საგაკვეთილო
პროცესში. კვლევაში გამოყენებული მოტივაციის ამაღლების ეფექტური მეთოდები მიმართული იყო აკადემიური მოსწრების
ამაღლებისა და შინაგანი მოტივაციის გაზრდისაკენ, რომელიც ითვალისწინებდა ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში. ამ
მხრივ კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა.სწორედ მოტივირებული
და აქტიური მოსწავლე შეძლებს დაძლიოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტები.
შინაგანი მოტივაციის გასაზრდელად ეფექტური მეთოდების დანერგვა და გამოყენება დაკავშირებული
იყო მოსწავლეთა, როგორც გარეგან, ასევე შინაგან მოტივაციაზე. აქედან გამომდინარე, შემიძლია
ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში და არა მარტო საგაკვეთილო პროცესში,
მის მიღმაც სწავლების ეფექტური მეთოდების დანერგვა
და მიზანმიმართული გამოყენება ამაღლებს მოსწავლეებში მოტივაციას.. მოსწავლეთა ძლიერი
და სუსტი მხარეების შესწავლისას არ უნდა დავხუჭოთ თვალი სუსტ მხარეზე, თუმცა მოსწავლესა
და მშობელთან საუბრის დროს ( აღმოფხვრის მიზნით) აუცილებელია ყურადღება ჯერ პოზიტიურ,
დადებით მხარეებზე გავამახვილოთ. დავიწყოთ იმით, თუ რა გამოსდის
-30-
კარგად, ყურადღების მიღმა არ უნდა
დავტოვოთ მისი ძლიერი მხარე, თუნდაც ეს იყოს მცირედი და ამის შემდეგ გადავიდეთ რჩევებზე.
გავამხნევოთ, რომ ყველაფერი გამოუვა, მთავარია მიზანმიმართული შრომა და სურვილი.
მნიშვნელოვანია ასევე ურთიერთგამოცდილების გაზიარება,
რადგან ჩემი კვლევის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებსა და გაკვეთილებზე დასწრების შემდეგ
მიღებული ინფორმაცია, მართლაც შედეგზე ორიენტირებული აღმოჩნდა.
კვლევამ მაჩვენა, რომ ხშირად ვცვალო მიდგომები და შევქმნა მოსწავლეთა ასაკიდან გამომდინარე
, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული სასწავლო გარემო.
ჩატარებული აქტივობების შედეგად კლასში შეიქმნა კეთილგანწყობილი
და თანამშრომლობითი გარემო. მოსწავლეებს განუმტკიცდათ საკუთარი თავისადმი რწმენა და
პასუხისმგებლობის გრძნობა.შეიძლება ითქვას, რომ ამ კვლევამ გამოავლინა ის სავარაუდო
მიზეზები, რომელთა გააზრება და გამოსწორება გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს
საგაკვეთილო პროცესში.
მშობლებთან შეხვედრისას დავადგინე საკვლევი ჯგუფის ფსიქო-სოციალური პრობლემები, რომლებიც იწვევენ მოსწავლეთა მოტივაციის დაქვეითებას.
კვლევის დროს დავგეგმე და
განვახორციელე პრობლემიდან გამომდინარე ის ინტერვენციები, რომლებიც
დამეხმარებოდა მუშაობის სწორად წარმართვაში. ვაწარმოებდი დღიურს, სადაც ვინიშნავდი საგაკვეთილო პროცესებზე დაკვირვების შედეგებს, ვატარებდი გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობითა და თანამედროვე მეთოდით. ვაკვირდებოდი
მოსწავლეთა ინტერესს, ჩართულობასა
და აქტიურობას.
კვლევის როცესში განხორციელებული მრავალფეროვანი ინტერვენციების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:
კვლევა განვიხილე ქართულის ენის კათედრაზე და შემდეგ გავაცანი
სკოლის დანარჩენ პედაგოგებს. მათგან
მივიღე ეფექტური
უკუკავშირი, რჩევა-დარიგებისა და შენიშვნების სახით. შევიმუშავეთ
რეკომენდაციები.
ვთვლი, რომ ჩემ მიერ
ჩატარებული პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა ნაყოფიერი აღმოჩნდა არა მარტო ჩემთვის,
არამედ კოლეგებისათვისაც. კვლევა
დაეხმარება მათ სამომავლო ინიციატივების
განხორციელებაში, რაც ხელს შუწყობს
მოსწავლეთა საგაკვეთილო როცესში ჩართულობასა და აკადემური დონის
ამაღლებას.
ამ კვლევის პროცესში მიზნად დავისახე სამომავლოდ აუცილებლად
ვიმუშაო და წარვმართო კვლევა, კვლევის წარმოებისას გამოვლენილ ერთ-ერთ სუსტ მიმართულებაზე:
„ როგორ გავზარდო მშობელთა თანამშრომლობა სასკოლო
ცხოვრებაში“. კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება
ჩემს კოლეგებს თავად წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის,
ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისათვის საჭირო სტრატეგიები.
-31-
გამოყენებული
ლიტერატურა ( ბიბლიოგრაფიის დამოწმება)
·
ეროვნული სასწავლო გეგმა
2011-2016 წლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. http://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo
·
სტრატეგიები სწავლის მოტივაციის გასაზრდელად http://mastsavlebeli.ge/?p=1528
·
მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში http://mastsavlebeli.ge/?p=1982
·
სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები http://mastsavlebeli.ge/?p=1797
·
http://akhaliganatleba.ge/ro-gor-ava-magh-loth-mos-tsav-le-eb-shi-stsav-lis-mo-ti-va-tsia/
·
რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის
ამაღლებას https://edu.aris.ge/news/ra-faqtorebi-uwyoben-xels-swavlis-motivaciis-amarlebas.html
·
.მანანა მელიქიშვილი-,,ბავშვის განვითარების
ასაკობრივი თავისებურებები“-მასწავლებელთა ]როფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,2013. WWW.TPDC.GE
·
მ.ბოჭორიშვილი, მ.ინასარიძე- ,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა
პროფესიული განვითარება“--პრაქტიკული გზამკვლევი.2014, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი.
·
რობერტ ჯ., მარზანო,
დებრა ჯ.ფიქერინგი, ჯეინ ი, ფოლოქი-- ,,ეფექტური სწავლებასკოლაში“ ( კვლევებზე
დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას
).
·
გ.გახელაძე,ნ.ელბაქიძე,
ს.ლობჟანიძე, მ.რატიანი...- ,,მასწავლებლის ]როფესიული სტანდარტის გზამკვლევი“--2014,
მასწავლებელთა ]როფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
დანართი 1.
სსიპ ზემო თხილნარის საჯარო სკოლა.
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას, „მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა ქართული ენის გაკვეთილზე“
კვლევის კოორდინატორი: ვენერა თურმანიძე
თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
პროექტის წარმატებისათვის.
თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
კითხვარი მოსწავლეებისათვის ( სურვილის
შემთხვევაში, შეგიძლიათ მიუთითოთ სახელი და გვარი)
აქტიური და მოტივირებული ვარ, როცა. ( შემოხაზეთ
თქვენთვის მისაღები პასუხები)
·
მაინტერესებს
შესასწავლი თემა
·
გამოყენებულია
მრავალფეროვანი რესურსი
·
საინტერესოდ
ხსნის მასწავლებელი
·
ვიდეო-რგოლებისა
და სლაიდების გამოყენებით ხსნის მასწავლებელი
·
ჯგუფში მუშაობის დროს
·
კითხვა-პასუხის რეჟიმში
-32-
·
როცა ვიცი სასწავლო მიზანი და შედეგი.
·
როცა ვღებულობ სწავლებაზე ორიენტირებულ ობიექტურ შეფასებას.
·
როცა საკითხის ირგვლივ წამოჭრილ პრობლემას თავად ვჭრი.
·
აღმიძრავს ცნობისმოყვარეობას.
·
არ მაყენებს შეურაცხყოფას, თუკი საკითხი ვერ გავიგე.
·
არ მეშინია კითხვის დასმა.
შეგიძლიათ თავად
დაწეროთ თქვენთვის მამოტივირებელი კრიტერიუმები
·
----------------------------------------------------------------------------
·
---------------------------------------------------------------------------
·
----------------------------------------------------------------------------
·
---------------------------------------------------------------------------
·
---------------------------------------------------------------------------
მადლობა თანამშრომლობისათვის !
დანართი 2.
სსიპ ზემო თხილნარის საჯარო სკოლა.
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას, „მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა ქართული ენის გაკვეთილზე“
კვლევის კოორდინატორი: ვენერა თურმანიძე
თქვენი, როგორც კოლეგის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
პროექტის წარმატებისათვის.
თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
კითხვარი მასწავლებლებისათვის ( სურვილის
შემთხვევაში, შეგიძლიათ მიუთითოთ სახელი და გვარი)
2.
რა არის მოტივაცია?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რამდენი
სახის მოტივაციას იცნობთ?( გთხოვთ აღწეროთ)-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. მოსწავლეთა
მოტივაციის ასამაღლებლად რას აკეთებთ გაკვეთილზე?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. მოსწავლეთა
მოტივაციის ასამაღლებლად რას აკეთებთ საგაკვეთილო პროცესის მიღმა?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მადლობა თანამშრომლობისათვის !
დანართი 3.
სსიპ ზემო თხილნარის საჯარო სკოლა.
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას, „მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა ქართული ენის გაკვეთილზე“
კვლევის კოორდინატორი: ვენერა თურმანიძე
თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
პროექტის წარმატებისათვის.
თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
კითხვარი მშობლებისათვის ( სურვილის
შემთხვევაში, შეგიძლიათ მიუთითოთ სახელი და გვარი)
1: თქვენი შვილი
ხალისით მოდის სკოლაში
ა) დიახ ბ) არა
2. შესასწავლი
თემების მიმართ იჩენს თუ არა დაინტერესებას?
ა) დიახ ბ) არა
3. თუკი არ აქვს განწყობა სასწავლი
მასალის მიმართ, რას აკეთებთ?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რა იცით მოტივაციის
შესახებ, რა არის მოტივაცია?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რას აკეთებთ
თქვენი შვილის მოტივაციის ასამაღლებლად?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მადლობა თანამშრომლობისათვის !
სსიპ ზემო თხილნარის საჯარო სკოლა.
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას, „მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა ქართული ენის გაკვეთილზე“
კვლევის კოორდინატორი: ვენერა თურმანიძე
თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
პროექტის წარმატებისათვის.
თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
კითხვარი მოსწავლეებისათვის ( სურვილის
შემთხვევაში, შეგიძლიათ მიუთითოთ სახელი და გვარი)
( გთხოვთ შემოხაზოთ ერთი ვარიანტი)
1. როგორი ტიპის გაკვეთილი მოგწონთ?
ა. ისტ-ით გამდიდრებული.
ბ. ჯგუფური, წყვილებში მუშაობა.
გ. არა აქვს მნიშვნელობა.
დ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.
2. როგორია სახელმძღვანელოში მოცემული
გრამატიკული მასალა და ტექსტები?
ა. ადვილი და საინტერესო.
ბ. რთული და ძნელად გასაგები.
გ. ნაწილობრივ რთული და უინტერესო.
დ. მარტივი.
3. როგორია სახელმძღვანელოს ტექსტები იდეური და შინაარსობრივი თვალსაზრისით?
ა. საინტერესოა.
ბ. არაა საინტერესო.
გ.ნაწილობრივ საინტერესოა.
დ. უკეთესიც შეიძლებოდა.
4. რამდენ დროს ანდომებთსაშინაო დავალების
შესრულებას?
ა. 1 საათს.
ბ. 30 წუთს.
გ. არ ვასრულებ.
დ. მირჩევნია სხვისგან გადავიწერო.
5. ჯგუფური მუშაობის დროს გაკვეთილზე
ა. ადვილად ვსწავლობ.
ბ. ვერ ვსწავლობ.
გ. დამოუკიდებლად სწავლა მირჩევნია.
დ. ვერ გი]ასუხებთ.
ჩემთვის მთავარია
-35-
ა. მიღებული ქულა.
ბ.შეძენილი ცოდნა.
გ. არც ერთი არაა მთავარი.
დ. ვერ გიპასუხებთ.
6. დაბალი ქულის მიღების მიზეზია..
ა. სიზარმაცე.
ბ. დროის ნაკლებობა ( დავდივარ სპორტზე, ინგლისურზე, მუსიკაზე...]
7. შეაფასე საკუთარი თავი ქართულ ენაში.
ა. 5-6 ქულა.
ბ. 7-8 ქულა.
გ. 9-10 ქულა.
8. როგორ გგონიათ, რა დაგეხმარებათ ქართული
ენის სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში?
ა. ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები.
ბ. დისკუსიები, ჯგუფური მუშაობა,
]როექტზე მუშაობა.
დ. ყველა.
9. გეხმარებათ თუ არა ცოდნის შეძენაში
შემაჯამებელი სამუშაოები?
ა. მეხმარება.
ბ. არ მეხმარება.
გ. ნაწილობრივ მეხმარება.
დ. ვერ გი]ასუხებთ.
10. ეხმარები თუ არა სხვას ჯგუფური მუშაობის
დროს?
ა. სხვას ვეცმარები.
ბ. სხვა მეხმარება.
გ. ნაწილობრივ, საკითხს გააჩნია.
დ. ვერ გი]ასუხებთ.
11. გაკვეთილზე ცოდნის მიღება
ა. მთავარია.
ბ. არ არის მთავარი.
გ. ნაწილობრივ მთავარია.
დ. ვერ გი]ასუხებთ.
12. გრამატიკული სავარჯიშოები დამოუკიდებლად
შესრულება
ა. მიჭირს.
ბ. არ მიჭირს.
გ. თუ გავიგე, ვასრულებ.
დ. დავალებას გააჩნია.
მადლობა თანამშრომლობისათვის.
-36-