Saturday, 21 July 2018

კურსის აღწერა


ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

კურსის მიზანი
ტრენინგკურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება,
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
ტრენინგ-კურსის შინაარსი

კურსის შესავალი
1. კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება
2.
ისტ-ის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლი და მიზნები სასწავლო
პროცესში
3.
სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
4.
მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტი ისტ-ში
5.
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები და ისტ-ის გამოყენება
გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
1. გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები
2.
სწავლების სამფაზიანი მოდელი
3.
სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიები
4.
ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა
5.
სასწავლო მასალის/რესურსების მომზადება ისტ-ის საშუალებით
6.
სასწავლო პრეზენტაციების მომზადება
7.
სიმულაციების, აუდიო-ვიდეოსაშუალებების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში
8.
სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით
სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
1. სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები
2.
ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები
3.
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის და გეგმვასა და განხორციელების პროცესში
4.
სასწავლო პროექტის შეფასება
თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით
1. მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო
2.
მასწავლებლის პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით

No comments:

Post a Comment